ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ინტერვიუ

“ლევან გაჩეჩილაძე მთავრობის სხდომებს ესწრება და თბილისის მერობას აპირებს”

ლევან ხაბეიშვილი: “ნაცმოძრაობის პარტიულ სიაში ადგილები გაიყიდა” როგორ იყიდებოდა საარჩევნო სიაში ადგილები, რა გარიგება შედგა ივანიშვილსა და ბოკერია-ბაქრაძეს ფრთას შორის, ვინ დაამყარა დიქტატურა ნაცმოძრაობაში, რა პრეტენზიები წამოაყენა ლევან გაჩეჩილაძემ? – ამის შესახებ “ახალ თაობას”  პარტია “ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება. _ მარნეულში და ზუგდიდში გამართული განმეორებითი არჩევნების შემდეგ თქვენ განაცხადეთ, რომ ნაციონალები და `ოცნება~ ერთმანეთს გაურიგდნენ. რა გაძლევთ ...

Read More »

დავით თევზაძე დუმილს არღვევს. 2003 წლის ნოემბერი. ზარი მოსკოვიდან – Власть меняется на Абхазию. სააკაშვილს ათი გვამი სჭირდებოდა!

„ბურჯანაძე და სააკაშვილი, ამ შეხვედრის ორი სავარაუდო მონაწილე ცოცხალია. გამოვიდნენ და თქვან, რაზე ესაუბრნენ ივანოვს“, – აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, რომელმაც ათი წლის შემდეგ იმ სკანდალურ დეტალებზე ისაუბრა, რის სანაცვლოდ მოვიდა 2003 წელს ხელისუფლებაში რევოლუციური სამეული. როგორც თევზაძე ამბობს,  რუსეთის გენერალური შტაბიდან განხორციელდა ზარი და ამ ზარის ავტორმა კი, მისი განმარტებით, აღნიშნა, რომ იცოდეთო ძალაუფლება იცვლება აფხაზეთზეო – ...

Read More »

“ოცნებას” მარნეულში საკუთარი კანდიდატურის მოხსნას ურჩევენ

“საფრთხის შემცველი დღევანდელი რეალობაა, რასაც ჰქვია ქვეყნის კადრებთუხუცესი, რომელიც საკუთარ თავს გვაცნობს, როგორც ქვეყნის “რიგითი მოქალაქე”, სინამდვილეში კი სრულიად მარტივად ახერხებს როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის პრივატიზაციას და ერთი პირის მიერ პარლამენტის მართვას. ეს არათუ საფრთხის შემცველი, არამედ შიშის მომგვრელია”, – განაცხადა დამოუკიდებლ ექპერტთა კლუბის თავმჯდომარემ სოსო ცისკარიშვილმა “მთელ კვირასთან” საუბრისას. მისი შეფასებით, როგორი იქნება ახალი პარლამენტის მუშაობა, ეს დამოკიდებულია იმ ...

Read More »

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი სააკაშვილის განცხადებებით დაინტერესდა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. შესაბამისად, გააქტიურდა ოდესის გუბერნატორიც. მორიგი სელფ–ვიდეოში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 20 ოქტომბერს გაავრცელა, ამბობს, რომ არასოდეს უთქვამს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ ჩამოვიდოდა საქართველოში – გამარჯვებას პირველ ტურში აპირებდა, ხოლო ქვეყანაში დაბრუნებას მეორე ტურისთვის აპირებდა და არჩევნების დაცვაში მონაწილეობას მიიღებდა. თუმცა, განსხვავებულია განცხადებები რომელსაც სააკაშვილი აკეთებდა. საქართველოში დაბრუნებაზე პირველი განცხადება 2016 წლის 12 სექტემბერს გააკეთა და აღნიშნა, ...

Read More »

თორნიკე არევაძე – მორგში ჩაგვიყვანეს, შუქი გამორთეს, მაცივარი ჩართეს და მიცვალებულზე ბორკილით მიგვაბეს

საზოგადოებამ საქართველოს ციხეებში პატიმრებისადმი არნახული სისასტიკით მოპყრობის შესახებ რამდენიმე წლის წინათ შეიტყო და ყოფილი ხელისუფლების მმართველობას წერტილი დაუსვა. მსოფლიომ შეიტყო, როგორი სისასტიკით უსწორდებოდნენ უდანაშაულო ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ ხელისუფლებას პირადი მიზნები ამოძრავებდა. ამ ყველაფერს კი ყოფილი ხელისუფლება თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით ახორციელებდა.  ციხეში არსებული წამების ფაქტებზე, მართალია, დროდადრო ვრცელდებოდა ინფორმაცია, მაგრამ მათზე რატომღაც ყველათვალს ხუჭავდა და ყოფილი პრეზიდენტიც ამერიკელებისთვის_ ...

Read More »

მამუკა არეშიძე – “ვერ ვიტყვით, რომ მთელი საქართველო რუსეთთან უვიზო რეჟიმზეა ჩამოკიდებული”

“მოსახლეობის ნაწილი სერიოზულ იმედებს ამყარებს იმაზე, რომ რუსეთთან ვაჭრობით სიტუაცია შეიცვლება, მაგრამ ეს უფრო ნოსტალგიური განწყობაა, ვიდრე რეალობა,” – ამბობს პოლიტოლოგი, კოფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრისას და დასძენს, რომ უვიზო მიმოსვლა, რომლის აღსადგენადაც მუშაობა უკვე დაწყებულია, არც ისეთი დიდი მნიშვნელობისაა, როგორც ამას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ფიქრობს. მამუკა არეშიძე  რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასაც ეხმაურება იმის თაობაზე, რომ რუსეთსა და საქართველოში ჩატარებული ...

Read More »

სოსო ცინცაძე – “ჩვენთან ყოველი ორკაციანი პარტიის ლიდერს თავი ბისმარკი ჰგონია”

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე პარლამენტსგარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიების გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამის გარეშე მათ წარმატების მიღწევის შანსი არც მომდევნო არჩევნებში ექნებათ. ამ ნაბიჯის გადადგმაში კი პარტიებს ხელს, მისი აზრით, იმ ლიდერების ამბიციები უშლის, რომლებსაც ამ სტატუსის დათმობა, სხვა პოლიტიკოსის ლიდერად აღიარება და მის გარშემო შემოკრება უჭირთ. შედეგად, პირად ამბიციებს პოლიტიკური და პარტიული ინტერესები ეწირება. ცინცაძე პრემიერის ინიციატივასაც ეხმაურება ...

Read More »