ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

კულტურა

ვენის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადაეცა (ვიდეო)

ქართველი მწერლისა და პუბლიცისტის  სიმონ არველაძის ორტომეული ვენის ბიბლიოთეკას მწერლის შვილიშვილებმა აჩუქეს,   ხოლო თუში პოეტის სიმონ არშაულიძის წიგნი “თუშნო წყალობა ჯვარისა” ბიბლიოთეკას თავად ავტორმა გადასცა. ღონისძიებას ბიბლიოთეკის მკითხველები, თანამშრომლები და  საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები  ესწრებოდნენ. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა გიორგი ტაბატაძემ  ქართული ლიტერატურა მოკლედ მიმოიხილა და წიგნები წარადგინა. სიმონ არველაძის ორტომეულის პირველ ტომი შედგება ორი ნაწარმოებისაგან: “შორეული ...

Read More »

ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „რელიგიები საქართველოში“ გაიხსნა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად გამოფენა „რელიგიები საქართველოში“ გახსნა. გამოფენაში მონაწილეობენ საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლები. გამოფენაზე სხვადასხვა რელიგიის წმინდა წიგნები და ლიტერატურა, ასევე რელიგიური სამოსი, ატრიბუტიკა, ისტორიული ფოტოები და დოკუმენტები გამოიფინა. გამოფენა ეროვნულ მუზეუმში რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მიზანი რელიგიური ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდაა.

Read More »

ქართული ფილმი „დედე“ ორი სხვადასხვა ფესტივალის პრიზიორია

პოლონეთში გამართულ „ტოფიფესტ“კინოფესტივალის დაჯილდოვებაზე ახალგაზრდა რეჟისორმა, მარიამ ხაჭვანმაფილმისთვის „დედე“ საუკეთესო რეჟისორის პრიზი და სტატუსი დაიმსახურა. ფილმმა საფრანგეთში გამართულ მონპელიეს კინოფესტივალზე კი მაყურებლის ჯილდო მოიპოვა. ფილმი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს კიდეც. „დედეს” გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა.

Read More »

თბილისის რიგით მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი გაიმართება

2-5 ნოემბერს, თბილისში რიგით მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი გაიმართება. ტრადიციულად, თბილისის საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა, კონცერტებთან ერთად, ითვალისწინებს ცნობილი ჯაზ-შემსრულებლების მასტერკლასს ქართველი სტუდენტებისთვის. 2 ნოემბერს, თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალს ჯაზისა და სოულის შემსრულებელი, ლეგენდარული ამერიკულ ჯგუფი TOWER OF POWER (თაუერ ოფ ფაუერ) გახსნის. 4 ნოემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მსოფლიოში აღიარებული საქსაფონისტი JOE LOVANO (ჯო ...

Read More »

ქართულმა ფილმმა ხორვატიაში გრან-პრი მოიპოვა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მარიამ ხაჭვანის ფილმმა“დედე” ხორვატიის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრანპრი მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციით მთავარი პრიზი ნამუშევარმა საუკეთესო ევროპული კოპროდუქციისთვის მიიღო. ჟიურის წევრები იყვნენ: კანის კინოფესტივალის გენერალური დირექტორის მოადგილე და მთავარი სელექტორი ქრისტიან ჟეუნე, სცენარისტი და პროდიუსერი ნიკოლას მარტინი, რეჟისორი ნევიო მარასოვიჩი და ოზანა რამლიაკი. ასევე, ფილმმა რეჟისორის შემდეგი პროექტისთვის Origo Film Group-ის ფულადი მხარდაჭერა მოიპოვა.

Read More »

რეჟისორი გივი სარჩიმელიძე გარდაიცვალა

რეჟისორი გივი სარჩიმელიძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1999 წლამდე, 30 წლის მანძილზე თოჯინების თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. ასევე იყო  თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი.  მას ამ დრომდე დადგმული აქვს სპექტაკლები:  “მზის სხივი”,  “ცისფერი ზღარბი”,  “ხეტიალა”. ასევე მონაწილეობდა 12 მხატვრულ ფილმში, მათ  შორისა ანთიმოზ ივერიელი, სპირალი, ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი, მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში და ნაბიჯი ცისკენ.

Read More »

23 ივლისს Black Sea Arena-ზე ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება

23 ივლისს 19:00 საათზე Black Sea Arena-ზე ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. “ზაფხულის დღესასწაული” ასე ეწოდება შოუს, რომლითაც ქეთი მელუა ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება. კონცერტზე მუსიკოსი ბოლო ალბომში შესულ კომპოზიციებს შეასრულებს. ქეთი მელუას აკომპანირებას ინგლისური ბენდი გაუწევს, აღსანიშნავია, რომ კონცერტზე სპეციალური მოწვევით მონაწილეობას იღებს გორის ქალთა კამერული გუნდიც.

Read More »