ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

კულტურა

ქეთა თოფურია ქმართან დაშორების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

ორი კვირა გავიდა, რაც რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას და რუსი რეპერი გუფის შესაძლო რომანის შესახებ მედიასაშუალებებში საუბარი არ ცხრება. თოფურია სოციალურ ქსელში ამ მოსაზრებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის მეუღლეს უბრალოდ არ სურს მის Instagram-ზე გამოჩენა და ყველაფერი ძველებურადაა, არ დაშორებულან და ბედნიერად გრძნობენ თავს.

Read More »

პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CineDOC-Tbilisi დასრულდა (ფოტო)

ცოტა ხნის წინ დასრულდა სამხრეთ კავკასიაში პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CineDOC-Tbilisi, რომელიც, ამჟამად, თავის ტურს განაგრძობს მთელ საქართველოში. ფესტივალი 2013 წლიდან დაწყებული, მეოთხედ გაიმართა კინოთატრებში „ამირანი“ და „რუსთაველი“, ასევე, გოეთეს ინსტიტუტში, ფრონტლაინ კლუბსა და კავკასიის სახლში. ნაჩვენები იქნა საფესტივალო ფილმები, ჩატარდა მასტერ-კლასები და სესიები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს მთელი მსოფლიოდან მოწვეულმა კინოპროფესიონალებმა და საერთაშორისო რანგის სტუმრებმა. ფესტივალმა პირველმა მიიღო საქართველოში ევროკავშირის ...

Read More »

“აეროსმიტის” წევრის ვიდეომიმართვა ქართველ მსმენელს (ვიდეო)

Aerosmith-ის ჯგუფის წევრმა ჯო პერიმ (ენტონი ჯოზეფ პერი) ქართველი თაყვანისმცემლებისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელსაც საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena ავრცელებს.

Read More »

„ორმოცდაათი ელფერით მუქი” საქართველოს კინოთეატრებში

ყველაზე გახმაურებული ტრილოგიის მეორე ეკრანიზაცია „ორმოცდაათი ელფერით მუქი“ საქართველოს კინოთეატრებში 9 თებერვლიდან იწყება. პირველი ნაწილისგან განსხვავებით, ფილმის მეორე ნაწილში მსახიობთა რიცხვს ჰოლივუდის ვარსკვლავი კიმ ბესინგერი ემატება. საქართველოშიც, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ფილმის პირველი ნაწილი „გრეის ორმოცდაათი ელფერი“ გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. შემქმნელები სწორედ იგივეს უწინასწარმეტყველებენ ტრილოგიის მეორე ნაწილის ეკრანიზაციას. ფილმის გულშემატკივრებისთვის აქვე უნდა ითქვას, რომ გამოსაცემად მზადდება ტრილოგიის მესამე წიგნი – ...

Read More »

იუსტიციის მინისტრი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ივანე ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი − ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით − დაჯილდოვდა. თეა წულუკიანს საპატიო ჯილდო ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისათვის სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისთვის, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის გადაეცა. აღნიშნული ჯილდო იუსტიციის მინისტრმა ქართული დიასპორის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნაზე უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძისგან ...

Read More »

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

თელავში, 9 ოქტომბერს, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება, რომელიც 15 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. კონცერტი 19:00 საათზე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. ფესტივალი წელს მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება. ”გასული საუკუნის 80-იან წლებში ცნობილი პიანისტის-ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს ...

Read More »

ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატებს რესტავრაცია ჩაუტარდება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თიბისი ბანკის დაფინანსებით,  „ფიროსმანის აღდგენის” მასშტაბური პროექტი იწყება. პროექტის პირველ ეტაპზე რესტავრაცია,  ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცულ ორ ნამუშევარს – „თამარ მეფესა” და „შოთა რუსთაველს” ჩაუტარდება. 28 სექტემბერს, 14:30 საათზე, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის თბილისის მუზეუმში(ფიროსმანის ქ.28) აღნიშნული ნამუშევრები რამდენიმე საათით გამოიფინება, შემოწმდება მათი მდგომარეობა და  ...

Read More »