ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

კულტურა

დღეს საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვება. პრეზენტაციას დაესწრებიან მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სსიპ საფინანსო – ანალიტიკური სამსახურის, მუზეუმების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები. საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის – egmc.gov.ge – შექმნის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და მართვის მოქნილი, ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც ...

Read More »

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს ხელი დღეს მოეწერება

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე საფრანგეთში იმყოფება, სადაც დღეს, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს მოაწერს ხელს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ამით დასრულდება 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს – ქართველ ხალხს დაუბრუნდება. მათივე ინფორმაციით, 25-წლიანი პროცესის საბოლოო აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, ხოლო ფრანგული მხრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები ...

Read More »

მიხეილ გიორგაძე ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტს დაესწრება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დღეს ბათუმის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტს დაესწრება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ქართველ დირიჟორ დავით კინწურაშვილთან ერთად, ლისტის მე-2 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს ახალგაზრდა პიანისტი მაია ირგალინა ბელორუსიიდან. ამავე კონცერტზე შესრულდება მოცარტის შედევრი – მე-40 სიმფონია. 17-22 სექტემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრი ტრადიციულად, გრანდიოზულ მეოთხე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს BATUMI MusicFest, საქართველოს ...

Read More »

მიხეილ გიორგაძე BIAFF 2016-ის ფარგლებში გამართული მასტერკლასის მონაწილეებს შეხვდება

21 სექტემბერს, 18:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „DIVAN SUITES”-ში; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თამამაიშვილი ბერძენი სცენარისტის – ნიკოლას პანაგიტოულოსის მასტერკლასის მონაწილეებს შეხვდებიან. მასტერკლასი ბათუმის კინოფესტივალ  BIAFF 2016-ის ფარგლებშია დაგეგმილი, თემა კი   „სცენარის ადაპტაცია დაბალბიუჯეტიანი ფილმებისთვის” გახლავთ. ღონისძიება ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიულ ტალღის” ფარგლებში იმართება, რომლის ძირითადი ფოკუსი, ...

Read More »

”თიბისი ბანკის” მხარდაჭერით „არტვილა გარიყულაში“ „ფესტინოვა 16“ გაიხსნა

”თიბისი ბანკის” მხარდაჭერით, სოფელ გარიყულაში, (კასპის რაიონი) „არტვილა გარიყულაში“ ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი – „ფესტინოვა 16“ გაიხსნა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”თიბისი ბანკიდან” აცნობეს, „მომავალი მეხსიერება“ – წლევანდელი ფესტივალის თემაა, რომლის ირგვლივ ხელოვანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გაერთიანდნენ. „ფესტინოვა 16-ზე“ ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ შექმნილი 11 ნამუშევარია წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ფორმატშია შესრულებული. წელს ფესტივალზე პირველი გერმანული ...

Read More »

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დონალდ ჯოჰანსონის ლექცია ,,ადამიანის ევოლუცია” გაიმართება

მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში, დღეს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დონალდ ჯოჰანსონის ლექცია ,,ადამიანის ევოლუცია” გაიმართება. დონალდ კარლ ჯოჰანსონი ცნობილი ამერიკელი პალეოანთროპოლოგია. მან სახელი გაითქვა 1974 წელს ჰადარში, ეთიოპიაში ნამარხი ქალის – „ლუსის“ აღმოჩენით. 1974-1981 წლებში კლივლენდის ბუნების ისტორიის მუზეუმში ფიზიკური ანთროპოლოგიის ფაკულტეტის კურატორი იყო. ლექციებს კითხულობდა კეის ვესტერნ რეზერვ (Case Western Reserve University) და კენტის სახელმწიფო (Kent ...

Read More »

რექტორის არჩევნები და წინასწარ დაანონსებული არეულობა თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს 23 სექტემბერს აირჩევენ. დარეგისტრირებული სულ 3 კანდიდატია: ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ბარამიძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე და თსუ-ის პროფესორი ცირა ბარამიძე, რომელთა ბიოგრაფიებს აკადემიური საბჭოს 36 წევრი განიხილავს, გაესაუბრება და სასურველ კანდიდატს ფარული კენჭისყრით აირჩევს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯლავა ღია მხარდაჭერას გიორგი შარვაშიძეს უცხადებს, რის გამოც რექტორობის დარჩენილი 2 კანდიდატის კრიტიკას იმსახურებს. ...

Read More »