ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რეგიონი

რუსთავში ბუნებრივი აირით მამა-შვილი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირით მამა-შვილი მოიწამლა. შუა ხნის მამაკაცი და 17 წლის ბიჭი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში” გადაიყვანა. მამა-შვილი საცხოვრებელ ბინაში ნათესავმა უგონო მდგომარეობაში იპოვა.

Read More »

ბათუმში 30-წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

ბათუმში, რესტორან “სანრემოს” მიმდებარე ტერირორიაზე 30-წლამდე ასაკის ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ბრიგადას ბიჭი გარდაცვლილი დახვდათ. შინაგან საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Read More »

ფალსიფიცირებული ხინკალი, კოტლეტი და გუფთა – ბათუმში დაკავებულია ორი ადამიანი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ ბათუმში მდებარე ხორცის ნახევარფაბრიკატების საწარმოებში, ფალსიფიცირებულ – თვისობრიობა შეცვლილ ხორცპროდუქტებს (კოტლეტი, გუფთა, ხინკალი) აწარმოებდნენ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტების შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს – მზა პროდუქტში დაბალი იყო ...

Read More »

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის კმ85 მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. გზის ...

Read More »

მარნეულში ხრამარხის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხრამარხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები უტარდება არხის 12 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთს, რომლის ძირი და ფერდები არმატურის ბადითა და მონოლითური ბეტონით ეწყობა. რეაბილიტაცია უტარდება, ასევე, სარწყავი სისტემის წყალგამშვებ ნაგებობებს, ხიდებსა და აკვედუკს. სამუშაოების გასაცნობად ქვემო ქართლში შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია იმყოფებოდა. აღნიშნული მონაკვეთის აღდგენა სოფელ ხიზილაჯლოს, ქ.მარნეულის, საბირკენდისა და ალგეთის ...

Read More »

იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა – დაკავებულია 2 არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნეს და 2 პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2001 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ ქუთაისში, სასურსათო მაღაზიის მოლარეს დანის მუქარით 173 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ...

Read More »

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, კიდევ ერთი პირი – 1975 წელს დაბადებული ზ.ლ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, ...

Read More »