ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რეგიონი

შავნაბადის ტყეში მდგომარეობა გაუარესდა

ხულოს მუნიციპალიტეტში შავნაბადის მთაზე ხანძრის ჩაქრობა კვლავ ვერ ხერხდება. ამაში მეხანძრე-მაშველებს ხელს ქარი და ძლიერი სიცხე უშლის. ამასთან, ხანძრის კერების არეალი გაფართოვდა – ადგილზე ხანძრის 4 ღია კერაა. მეხანძრეები კი მხოლოდ სამთან მუშაობენ. მეოთხე კერასთან მისვლა რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება. ადგილზე რამდენიმე საათის წინ ჩაფრინდა ვერტმფრენი, რომელმაც ტერიტორია უკვე დაზვერა, თუმცა ხანძრის ავიაციით ჩაქრობა ჯერჯერობით არ დაწყებულა. ამ დროისთვის ცეცხლის ...

Read More »

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციოდ საგანგებო შტაბი შეიქმნა

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობს. შტაბის შემადგენლობაში არიან შშს-ს, სამაშველო სამსახურის, აჭარის საგზაო დეპარტამენტის, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს და ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. ადგილზე მობილიზებულია ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო სამშაველო ბრიგადებისა და სატყეო სამსახურების 200-მდე თანამშრომელი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივებიც არიან ჩართულები.

Read More »

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – დაშავებულია ოთხი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ბათუმი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით დაშავებულია ოთხი ადამიანი. დაშავებულები ამ დროისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებმა უკვე გადაიყვანეს სამედიცინო დაწერებულებაში. ადგილზე ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ GNN-თან საუბარში განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს რაც, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს.

Read More »

ამ დრომდე ვერ ხერხდება ხანძრის ჩაქრობა თუშეთში

ხახაბოს ტყეში ცეცხლი 10 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზეა გავრცელებული. ადგილზე ამ დროისთვის 120 მეხანძრე-მნაშველი იმყოფება, ასევე სამუშაოებში მონაწილეობენ ადგილობრივებიც. როგორც ცნობილია, დღეს ცეცხლის ჩაქრობაში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

Read More »

ხულოში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით ჯერჯერობით უცნობია ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე რა მასშტაბზეა ცეცხლი გავრცელებული. “ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია ჩართული. ხანძრის კერამდე დამაკავშირებელი გზის გაყვანა ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ჯერჯერობით ადგილზე ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება არ არის” – აცხადებენ GNN-თან საუბრისას.

Read More »

სასწრაფოდ! ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარია

ამ წუთებში ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ არცევთან ხანძარია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. რა ფართობზეა ცეცხლი მოდებული და არის თუ არა ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ჯერ უცნობია.

Read More »

სამი დღის წინ გაუჩინარებული 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, ზღვაში სამი დღის წინ გაუჩინარებული 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურის 45 თანამშრომელი იყო ჩართული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. 12 წლის მოზარდი ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა.

Read More »