ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რეგიონი

ცეცლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება – ხანძარი ადიგენში

ამ წუთებში ადიგენში კვლავ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ღარღვლის ტყეში გაჩნდა. ხანძრის კერებთან მიახლოებას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ მეხანძრე მაშველები, თუმცა რთული რელიეფის და დაბალი ხილვადობის გამო, ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

Read More »

სასწრაფოდ! ამ წუთებში თერჯოლაში ხანძარია

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეს ტყეში ხანძარის ებრძვიან, ადგილზე მობილიზებულია ოთხი სახანძრო ბრიგადა. ჩენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარ ტყეს უკიდია. ჩვენი გუნდი მუშაობს თემაზე და უახლოეს დროში შემოგთავაზებთ მასალას ვრცლად.

Read More »

კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 76,6 მილიონ ლარს მიაღწია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 სექტემბრის 10:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 65 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 28,5 ათასი ტონა რქაწითელი, 32 ათასი ტონა საფერავი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. დღეისთვის ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 100-მდე ღვინის კომპანია. სულ რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 200-მდე ღვინის კომპანია. დღე-ღამეში გადამუშავების მაჩვენებელი 5 ათას ტონას აღწევს, რაც ნიშნავს, ...

Read More »

დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცევა – გიორგი კვირიკაშვილი

”ენგურჰესს ვაქცევთ საერთაშორისო დონის ტურისტულ კომპლექსად, რომელსაც მსოფლიოში ერთადერთი ანალოგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეყოლება” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, სამეგრელო – ზემო სვანეთის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. ”ეს პროექტი სრულიად ახალი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე. მისი განხორციელებისთვის ჩვენს ეკონომიკაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოდის. ჩვენ წელს გავხსენით მალთაყვას სანაპირო ზოლის ნაწილი და ფოთს ...

Read More »

429 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინები გადაეცა

429 დევნილი ოჯახი, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინების მესაკუთრე გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილ ოჯახებს სიტყვით მიმართა და ახალმოსახლეობა მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ 429 დევნილი ოჯახისთვის ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრება დამთავრდა და დღეს ახალი ბინები მიიღეს. ვხედავ ბავშვებს, ვხედავ ასაკოვან ადამიანებს, ყველას ერთად დღეიდან, საშუალება გექნებათ, რომ ადამიანურ პირობებში იცხოვროთ. თუმცა, ყველანი ...

Read More »

მაშველებმა საზღვაო სეზონზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების 605 მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა საზღვაო სეზონზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების 605 მოქალაქე გადაარჩინეს, რომელთა შორის ყველაზე პატარა 5 წლის, ყველაზე ასაკოვანი კი – 73 წლისაა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, 605 ადამიანი, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები გადაარჩინეს. მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ...

Read More »

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი ერთი კი დაშავდა

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 167-ე კილომეტრზე ერთმანეთს ორი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

Read More »