ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რეგიონი

ქუთაისი დაიტბორა – რა მდგომარეობაა ამ დროისათვის ქალაქში?! (ვიდეო)

ქუთაისი დაიტბორა – რა მდგომარეობაა ამ დროისათვის ქალაქში?! (ვიდეო)

Read More »

სასწრაფოდ! მამაკაცი მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტომას ცდილობდა

რუსთავში, თოდრიას ქუჩის 9 ნომერში მდებარე მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან მამაკაცი გადმოხტომას ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით, მამაკაცი სამართალდამცავებმა და მაშველებმა უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.

Read More »

ლიბიაში დაპატიმრებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებმა ბათუმში აქცია გამართეს

ლიბიაში დაპატიმრებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებმა ბათუმში აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ მათი ოჯახის წევრები მძიმე პირობებში იმყოფებიან. “მძიმე პირობებში არიან საქართველოს მოქალაქეები და ხელისუფლება არაფერს აკეთებს, გვესმის რომ რთულია მოლაპარაკებები, მაგრამ შესაძლებელია” – აცხადებს ერთ-ერთი დაკავებული მეზღვაურის ოჯახის წევრი. წყარო: 1tv.ge

Read More »

გორში, სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრები 5 ათას 500 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მოიწონეს პროექტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 5,500-მდე აბონენტი გაზიფიცირდება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 3 აგვისტოს №1626 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხაში განხორციელდება. „ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი მოსახლეობის საჭიროებები და გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ...

Read More »

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აქალხაზრდა ქალი გარდაიცვალა

საგარეჯოში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ერთ-ერთ ავტომობილს მართავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Read More »

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაშავდა

ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ავტომობილში ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა. ექიმების განცხადებით, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები ჯერჯერობით ავარიის ზუსტი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

Read More »

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

თუშეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლა სპეციალური რეჟიმით განხორციელდება. “საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე , ყოველდღე, საღამოს 18:30 სთ-დან დილის 12:00სთ-მდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის დანარჩენ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა” – ნათქვამია განცხადებაში.

Read More »