ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რეგიონი

ქრთამის აღების ფაქტზე ტყის მცველი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის – ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მის სამოქმედო არეალში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სატყეო უბანზე უკანონოდ უნდა მოეჭრა დიდი ოდენობით სამასალე მორები და ქრთამის სანაცვლოდ თავადვე გამოეტანა და გადაეცა ერთ-ერთი მოქალაქისათვის. საქმეზე ...

Read More »

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში – გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალბატონი

ახალციხეში, ქალაქის შესასვლელთან „სუბარუს“ მარკის ავტომობილი „ოპელის“ მარკის მსუბუქ ავტომანქანასა და ტრაილერს დაეჯახა. შეთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. სამი ადამიანი კი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

Read More »

სასწრაფოდ! ახალი “პანიკის” საფუძვლები ბათუმში

საინფორმაციო სააგენტო GNN-ს დაუკავშირდა რამოდენიმე სასტუმროს წარმომადგენელი, რომლებიც ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ ბათუმში ცოტა ხნის წინ განვითარებული მოვლენების გამო უამრავმა ტურისტმა გააუქმა ჯავშანი. „ბათუმის ხელისუფლება საერთოდ აღარ ფიქრობს ბათუმის განვითარებაზე. ბათუმში რამოდენიმე დღის წინ მიმდინარე მოვლენების გამო უამრავმა ტურისტმა განაცხადა უარი ჩამოსვლაზე და წინასწარ დაჯავშნილი ნომრები გააუქმეს. ჩვენ შევეხმიანეთ მათ ნაწილს და გვიპასუხეს, რომ ჯავშნის გაუქმების მიზეზი ბათუმში მომხდარი ფაქტებია, ...

Read More »

გიორგი ლაღიძე ბათუმში განვითარებულ ბოლო დროინდელ მოვლენებს აფასებს – “სასტიკად დაირღვა კანონი”

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს პარტია “მომავალი საქართველო”-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე ეხმაურება და GNN-თან საუბრისას აცხადებს, რომ დემონსტრანტების თავიდან მშვიდობიანად დაწყებული აქცია გადაიზარდა ვანდალიზმსა და სხვა სახის კანონდარღვევაში რაც ყოვლად დაუშვებელია. “მიგვაჩნია რომ ის რაც მოხდა 12 მარტს ღამით ბათუმის ქუჩებში არის ყოვლად დასაგმობი, დემონსტრანტების თავიდან მშვიდობიანად დაწყებული აქცია გადაიზარდა ვანდალიზმსა და სხვა სახის კანონდარღვევაში, რაც ყოვლად დასაგმობია გადაწვა ავტომობილები, ცეცხლი წაუკიდო ...

Read More »

სასწრაფოდ! იგეგმება თუ არა სპეცოპერაცია ბათუმში?! მობილიზებულია სამართალდამცველების მთელი ჯგუფი

სააგენტო GNN-ის კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, რომ ამ წუთებისათის ბათუმი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები იკრიბებიან. მობილიზებულია ჯავშან მანქანები და ასამდე საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი. შეკრების მიზეზი ამ ეტაპისათვის უცნობია. ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა გაერკვია თუ რა მიზნით იკრიბებოდნენ სამართავდამცველები, მაგრამ მათ ჩვენთან კომენტარზე უარი განაცხადეს და გვითხრეს, რომ ტერიტორიაზე სიმშვიდეა და არანაირ არეულობას არ ელოდებიან. “სიმშვიდეა ბათუმი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ შეკრების მიზეზი ...

Read More »

ქრთამის აღების ფაქტზე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღებისთვის ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ამ ეტაპზე არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

Read More »

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, სამი თვის ჩვილი მოიწამლა

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, სამი თვის ჩვილი მოიწამლა. როგორც ექიმებმა საზოგადოებრივს განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „ბავშვს საჭირო სამედიცინო დახმარებას აღმოვუჩინეთ. რამდენიმე საათი ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და დღეს ის უკვე სახლში გავწერეთ“, – განაცხადეს მედიკოსებმა.

Read More »