ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რეგიონი

უბედური შემთხვევა! ბათუმში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, კიკვიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. 50-წლამდე ასაკის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ პოლიციას მეზობლებმა შეატყობინეს. “არ ვიცით რა მოხდა სახლში შევედით და ვნახეთ, რომ გარდაცვლილი იყო. რა თქმა უნდა იმ წამსვე დავრეკე შესაბამის სამსახურთან. არ ვიცით რა მოხდა” – აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები GNN-თან. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

Read More »

უბედური შემთხვევა! 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში დაიწვა

თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. მთლიანად დაიწვა ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლი. ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგამათბობელიდან გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო სამსახური თითქმის ორი საათის განმავლობაში ცდილობდა.

Read More »

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმებას პროტესტი მოყვა

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმებას სასწავლებლის პედაგოგების და მოსწავლეების მშობლების პროტესტი მოჰყვა. გარდა ამისა, სკოლის დირექტორმა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა.  აჭარის განათლების მინისტრი აცხადებს, რომ მოსწავლეებს მობილობით გადაიყვანენ სხვა სკოლებში, პედაგოგებზე კი სამინისტრო პასუხისმგებლობას ვერ იღებს, რადგან სასწავლებელი კერძოა.

Read More »

როგორია საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები, მხოლოდ რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზეა დაწესებული. თოვლისა და ლიპყინულის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ20-კმ40 (ყუმისთავი-ღვედი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვლისა და ლიპყინულის გამო, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ...

Read More »

სოფელ კევლიანის მცხოვრებლები დახმარების მოლოდინში

სოფელ კევლიანის ბოლო სახლი შოთა ჭინჭარაულს ეკუთვნის, თუმცა ამჟამად მხოლოდ ნასახლარიღაა დარჩენილი. 2 იანვარს გაუმართავი ელექტრო სადენების გამო გაჩენილმა ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა, მხოლოდ ნახევრად ჩამონგრეული კედლებიღა შეინიშნება. შოთა ჭინჭარაული 63 წლისაა, ის ორივე თვალით უსინათლოა და ამასთანავე, მხოლოდ ერთი ფეხი აქვს. კევლიანში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა გასულ წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად ჭინჭარაულის მეუღლე საწოლს მიეჯაჭვა და აბსოლუტურად პარალიზებულია. ცხადია, ...

Read More »

სასწრაფოდ! ერთი გარდაცვლილი, 4 დაშავებული, მათ შორის ორსული – დიდთოვლობა აჭარაში

ხელვაჩაურში, სოფელ ზედა განთიადში, დიდთოვლობის გამო საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა. მათგანნ ერთ-ერთი ორსულია – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “ნიუპოსტი” ავრცელებს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ამოყვანა ამ დრომდე მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადები იმყოფებიან.

Read More »

ხელვაჩაურში სახლი ჩამოინგრა – გარდაიცვალა 1 ადამიანი

უბედური შემთხვევა მოხდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ფერიაში. ქართველიშვილების ოჯახის საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად, 44 მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით ღამის პირველ საათზე მოხდა. ნგრევის დროს სახლში მხოლოდ ოჯახის ერთი წევრი იმყოფებოდა. ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. საცხოვრებელი სახლი ხისგან იყო ნაშენები. მეზობლების განცხადებით, ის ავარიული არ იყო. მათივე თქმით, ოჯახის უფროსმა, ავადმყოფობის გამო, სახურავის თოვლისგან გაწმენდვა ვერ ...

Read More »