ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რეგიონი

სოფელ ცდოსთან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 128-ე კმ-ზე (სოფელ ცდოსთან) გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა რომელიც გზის სავალი ნაწილის წმენდას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს ,რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა.

Read More »

ბათუმის ბულვარი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

GNN განცხადებას გთავაზოვთ უცვლელად: “გუშინ, გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ავტორი მიზანმიმართულად აჟღერებს ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შესაბამება: თითქოს, ბათუმის ბულვარში „ქართულ ცეკვას“ კრძალავენ. ბულვარის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმულირება არის არამარტო არასწორი შეფასება, შეიძლება ითქვას პროვოკაციული და არასახელმწიფოებრივიც. ქართული ცეკვის აკრალვა არც სამართალში და არც ბულვარის ადმინისტრაციის თუ დაცვის სამსახურის წარმოდგენაშიც კი არ დაშვებულა. უფრო მეტიც, ივლისი აგვისტოს ...

Read More »

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – დაშავებულია 12 წლის ბავშვი

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, თამარის დასახლებაში. 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. თვითმხილველების განცხადებით არასრულწლოვანი ქვეითთა გადასასვლელზე არ გადადიოდა რის შედეგადაც მოხდა შემთხვევა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და საპატრულო პოლიცია. მედიკოსების განცხადებით ახალგაზრდას ქალა ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის  დარღვევას   ...

Read More »

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა (ვიდეო)

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 34 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლები მედიკოსებს არასწორ მკურნალობაში, გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, დედაქალაქიდან ექიმის ჩამოყვანა გადაწყვიტეს, თუმცა ბოლო მომენტში მოწვეულმა მედიკოსმა ჩამოსვლა გადაიფიქრა. ახლობლები ვარაუდობენ, რომ კლინიკის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას. გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან ამ დრომდე რჩებიან. ისინი ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ და შესაბამის ორგანოებს მიმართავენ.სამედიცინო დაწესებულების მედიკოსების განცხადებით პაციენტი 12 ...

Read More »

ავტოსაგზაო შემთხვევას 45 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისი-მარნეულის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 45 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ კოდასთან მამაკაცს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Read More »

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხანძარი გაჩნდა – მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური

რამდენიმე საათის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები იმყოფებიან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დასავებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.

Read More »

ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და სამი ადამიანი დაშავდა, მათი მდგომარეობა მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Read More »