ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

მსოფლიო

ნიკა გვარამია არის დეზინფორმატორი, რომელიც იყენებს მის სტატუსს ბოროტად – რუსული მედია

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უკრაინულმა საიტმა “მშვიდობისმყოფელმა” შავ სიაში შეიყვანა. როგორც წყარო წერს, გვარამია შედის იმ მონაცემთა ბაზაში, რომლებიც მიზნაიდ ისახავს ინფორმაციისა და ფსიქოლოგიური ღონისძიებების ჩატარებას, უკრაინის ხელისუფლების სახელმწიფო ინსტიტუტების ჩასახშობად, ასევე შეგნებულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და მანიპულირებაზე. “აღსანიშნავია, რომ გვარამია ბაზაში შეიყვანეს ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ღონისძიებების გატარებისთვის, რომლის მიზანიც უკრაინული სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევა იყო, ასევე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. „რუსთავი 2“-მა ...

Read More »

4,3 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია

ირანი-ერაყის საზღვართან მაგნიტუდით 4,3 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპის წყნარი ოკეანის სეიმსური ცენტრი იტყობინება. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი, ადგილობრივი დროით ღამის 03:33 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრა ირანის ქალაქ ილამსა და ერაყის დასახლებულ პუნქტ მენლეს შორის მოხდა.

Read More »

მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

“რია ნოვოსტი”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით შვედეთის დედაქალაქში მეტროსადგურთან აფეთქება მოხდა, რის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაშავებული ამ დროისათვის ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცმა მეტროსთან უცნობი ნივთი იპოვა, რომელიც მას ხელში აუფეთქდა. ინციდენტის ადგილზე პოლიციას ალყა აქვს შემორტყმული.

Read More »

დაფიქსირდა 4,6 ბალიანი მიწისძვრა

საბერძნეთში, ათენიდან 79 კილომეტრის დაშორებით ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე მიწისძვრა მოხდა. ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით მიწისძვრის სიმძლავრე ეპიცენტრში 4,6 ბალი იყო. ამ დროისთვის მსხვერლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Read More »

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომელშიც ქვეყნის საგარეო უწყება საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის მიერ გამართულ შეხვედრას აფასებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით კონკრეტული ...

Read More »

ცოტა ხნის წინ 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, ქალაქ განჯიდან 53 კილომეტრში 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 17:54 საათზე დაფიქსირდა. აზერბაიჯანში გაზრდილ სეისმურ აქტივობაზე მიუთითებს ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებიც. კერძოდ, ცენტრის ინფორმაციით, 15 ნოემბერს, 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, ბიძგები 16, 17 და 18 ნოემბერსაც დაფიქსირდა.

Read More »

დაფიქსირდა 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა – ეპიცენტრი 38 კილომეტრის სიღრმეში იყო

ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, ტიბეტის ავტონომიურ რაიონში 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები გვიან ღამით დაფიქსირდა. ეპიცენტრი 38 კილომეტრის სიღრმეში იყო. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Read More »