ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

მსოფლიო

მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

“რია ნოვოსტი”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით შვედეთის დედაქალაქში მეტროსადგურთან აფეთქება მოხდა, რის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაშავებული ამ დროისათვის ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცმა მეტროსთან უცნობი ნივთი იპოვა, რომელიც მას ხელში აუფეთქდა. ინციდენტის ადგილზე პოლიციას ალყა აქვს შემორტყმული.

Read More »

დაფიქსირდა 4,6 ბალიანი მიწისძვრა

საბერძნეთში, ათენიდან 79 კილომეტრის დაშორებით ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე მიწისძვრა მოხდა. ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით მიწისძვრის სიმძლავრე ეპიცენტრში 4,6 ბალი იყო. ამ დროისთვის მსხვერლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Read More »

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომელშიც ქვეყნის საგარეო უწყება საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის მიერ გამართულ შეხვედრას აფასებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით კონკრეტული ...

Read More »

ცოტა ხნის წინ 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, ქალაქ განჯიდან 53 კილომეტრში 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 17:54 საათზე დაფიქსირდა. აზერბაიჯანში გაზრდილ სეისმურ აქტივობაზე მიუთითებს ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებიც. კერძოდ, ცენტრის ინფორმაციით, 15 ნოემბერს, 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, ბიძგები 16, 17 და 18 ნოემბერსაც დაფიქსირდა.

Read More »

დაფიქსირდა 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა – ეპიცენტრი 38 კილომეტრის სიღრმეში იყო

ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, ტიბეტის ავტონომიურ რაიონში 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები გვიან ღამით დაფიქსირდა. ეპიცენტრი 38 კილომეტრის სიღრმეში იყო. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Read More »

საბერძნეთში, 85 წლის ქალის წამების ფაქტზე 7 მოქალაქე დააკავეს

85 წლის ქალის წამების ფაქტზე, ბერძენმა სამართალდამცველებმა საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის მედია ავრცელებს. კრიმინალური ჯგუფის წევრები ქალაქ ათენის ერთ-ერთ გარეუბანში, საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, სახლის მფლობელი მოხუცი ქალბატონი საწოლზე მიაბეს, ცემეს და უთოთი აწამეს. გვარცელებული ინფორმაციით, აღნიშნული კრიმინალური ჯგუფი კიდევ რამდენიმე გახმაურებულ და სასტიკ კრიმინალურ შემთხვევაში ფიგურირებს.

Read More »

ბარაკ ობამა შესაძლოა, ნაფიცი მსაჯული გახდეს?!

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა შესაძლოა, ნაფიცი მსაჯული გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. აშშ-ის ყოფილი ლიდერი უძრავ ქონებას ფლობს ვაშინგტონსა და ჩიკაგოში, რაც მას უფლებას აძლევს გახდეს ნაფიცი მსაჯული. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ობამას პრესსპიკერი ჯერ არ დაუდასტურებია.

Read More »