ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

მსოფლიო

საქართველოს შსს-სა და ყატარის შსს-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ყატარის სახელმწიფოს ელჩს, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ–ხალიფას შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, ასევე, სამართალდაცვით და პოლიციური განათლების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმების დეტალებზე იმსჯელეს, რომლებსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. გიორგი მღებრიშვილმა სტუმარს შს სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული ...

Read More »

მექსიკის სანაპიროსთან 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

მექსიკის სანაპიროსთან 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს მეორე მიწისძვრაა, 8 სექტემბერს მომხდარი ძლიერი მიწიწსძვის შემდეგ, რომელსაც 65 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რეუანტეპეკის ყურეში, 53 კილომეტრის სიღრმეში იყო. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Read More »

უკრაინამ მოთხოვნა მიიღო მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე, დაკავებასა და ექსტრადირებაზე – პეტუხოვი

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის სერგეი პეტუხოვის განცხადებით უკრაინამ საქართველოსგან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო. “უკრაინამ მოთხოვნა მიიღო მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე, დაკავებასა და ექსტრადირებაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა გამოგზავნილია უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურისთვის” – აცხადებს პეტუხოვი.

Read More »

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კორეის მიერ განხორციელებულ ბირთვულ ცდას ეხმაურება – საგანგებო განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ განხორციელებულ ბირთვულ ცდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 2017 წლის 3 სექტემბერს განხორციელებული მასშტაბური ბირთვული ცდის გამო, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. უცხადებს რა სოლიდარობას საერთაშორისო თანამეგობრობას, საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ფხენიანის პროვოკაციულ ქმედებებს, საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ...

Read More »

გერმანიაში საქართველოს ორი მოქალაქეს მატარებელი დაეჯახა, რაც მსხვერპლით დასრულდა

გერმანიაში, მატარებელმა საქართველოს ორი მოქალაქე იმსხვერპლა. გერმანული მედიის ინფორმაციით, 27 და 33 წლის ორი მამაკაცი სადგურში ღამით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც სატვირთო მატარებელს დაეჯახა მათ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში GNN-ს განუცხადეს, რომ გერმანიის პოლიციამ საქართველოს საკონსულოს დაუდასტურა ინფორმაცია საქართველოს ორი მოქალაქის დაღუპვის შესახებ, რომლებიც ადლინგენიდან როტვაილის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. დაღუპულთა ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ ეცნობებათ დადგენილი წესის შესაბამისად.

Read More »

ძლიერი ტყის ხანძარია საფრანგეთში – გამოცხადდა ევაკუაცია

გვიან ღამით, ძლიერი ტყის ხანძარი გაჩნდა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანძრის კერასთან ახლოს დასახლებული პუნქტის ევაკუაცია განახორციელა. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 5 სახანძრო ბრიგადა მონაწილეობს. დილიდან კი ლიკვიდაციის პროცესში ვერტმფრენები ჩაერთვნენ.

Read More »

6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა

6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ჩრდილოეთ კორეის ნახევარკუნძულზე. მიწისძვრის ბიძგები პრიმორსკის მხარესაც იგრძნეს. Live Earthquakes Map-ის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სანჯიბაეგამში იყო. ქალაქი პხენიანიდან 400 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ნგრევების შესახებ ინფრომაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

Read More »