ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

მსოფლიო

ეკონომიკური განვითარების მინისტრი დააკავეს

რუსეთში ეკონომიკური განვითარების მინისტრი ალექსეი ულიუკაევი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მას ედება 2 მილიონი დოლარის ქრთამის აღება კომპანია როს-ნეფტისგან, ნავთობ კომპანია ბაშ-ნეფტის პრივატიზაციის პროცესში. დაკავებას პუტინის პრეს მდივანი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს სერიოზული ბრალდებაა, რაც ასევე სერიოზულ მტკიცებულებებს მოითხოვს.

Read More »

ჩემი ხელფასი 1 აშშ დოლარი იქნება – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო ანაზღაურებაზე უარს აცხადებს: „ჩემი პასუხია – არა. თუმცა კანონის შესაბამისად რადგანაც უნდა მივიღო, ეს მინიმუმ 1 აშშ დოლარი იქნება. ასე რომ, ჩემი ხელფასი 1 აშშ დოლარს შეადგენს “ – განაცხადა ტრამპმა CBS-თან ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი წელიწადში 400,000 აშშ დოლარს შეადგენს. ასევე პრეზიდენტისთვის ხელმისაწვდომია წელიწადში 169 ათასი დოლარი პირად ხარჯებისთვის, ...

Read More »

სწრაფი დეპორტაცია დაახლოებით 3 მილიონ არალეგალს შეეხება – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის შეასრულებს პიობას და პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის დაწყების შემდეგ აშშ-დან საბუთების არმქონე მიგრანტებს გააძევებს, მათ შორის სწრაფი დეპორტაცია დაახლოებით 3 მილიონ არალეგალს შეეხება. მან ასევე პირობა დადი, რომ დააპატიმრებინებს „დამნაშავე პირებს, კრიმინალური ბიოგრაფიის ადამიანებს, ბანდიტური დაჯგუფების წევრებს და ნარკოტიკების გამსაღებლებს.“ რაც შეეხება, უსაფრთოხების მიზნით კედლის აშენებას აშშ-სა და მექსიკას შორის, ტრამპის თქმით, საზღვარზე „საჭიროა ...

Read More »

მარი ლეპენის შანსები გაიზარდა გახდეს საფრანგეთის პრეზიდენტი 2017 წლის არჩევნებში

საფრანგეთის ულტრ მემარჯვენე პარტიის ,,ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მარი ლეპენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვებამ გაზარდა მისი შანსები, გახდეს საფრანგეთის პრეზიდენტი 2017 წლის არჩევნებში. ლე პენმა ასევე ისაუბრა რუსეთსა და მისი მმართველის შესახებ და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მმართველობის სტილს გონივრული პროტექციონიზმი უწოდა. მან ასევე დასძინა, რომ ,,ის, ვინ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, იცავს მის იდენტობას“. “არ გვაქვს მიზეზი, რომ გვეშინოდეს. ...

Read More »

“ისლამურ სახელმწიფოში” არეულობაა – ტერორისტებს ქალები გაექცნენ

ერაყის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ერაყის ქალაქ მოსულიდან “ისლამური სახელმწიფოს” პოლიციის ქალთა რაზმის წევრები გაიქცნენ. ქალები მას შემდეგ გაიქცნენ, რაც მებრძოლეებმა მათი გადაყვანა თვითმკვლელთა რაზმში სცადეს. ერთ-რთი ქალი, ფიცის გატეხვის გამო, “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა სიკვდილით დასაჯეს. დანარჩენ გაქცეულ ქალებს დაჯგუფების მებრძოლეები ეძებენ.

Read More »

სახლი, რომელშიც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ობამების ოჯახი იცხოვრებს (ფოტო)

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ობამების ოჯახი საცხოვრებლად ვაშინგტონის გარეუბანში, კალორამაში გადადის. ობამების მომავალი სასახლე $5.3 მილიონ დოლორადაა შეფასებული.

Read More »

7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება

უცხოური მედიის ცნობით, რამდენიმე წუთის წინ ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრისტჩერჩის მახლობლად 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები დედაქალაქ ველინგტონშიც იგრძნობიოდა. ამერიკის გეოლოგიური სააგენტოს ცნობით რამდენიმე წუთში განმეორებულმა ბიძგმა 6,1 მაგნიტუდა შეადგინა. სააგენტო და ახალი ზელანდიის მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას ცუნამის საშიშროებაზე აფრთხილებენ. ოფიციალური ცნობები ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა სოცქსელებში უკვე ვრცელდება დანგრეული სახლების შესახებ ინფორმაცია.

Read More »