ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი დააკავეს

საქართველო ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით დღეს დილით ავაკოვის შს სამინისტროს თანამშრომლებმა მისი ძმა, დავით სააკაშვილი კიევში სახლიდან გამოსვლისას დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

Read More »

მიხეილ სააკაშვილს ისევე მოექცევიან, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს – პეტრო პოროშენკო

პეტრო პოროშენკოს განცხადებით, თუ სააკაშვილს მოქალაქეობას არ ჩამოართმევდა, ეს იქნებოდა დანაშაული – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პოროშენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლო დაბრუნების საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციული და სასაზღვრო სამსახურის კომპეტენციაში შედის. “მიხეილ სააკაშვილს ისევე მოექცევიან, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, ვინც მცდარი მონაცემები წარადგინა მოქალაქობის მიღების დროს. ყველა სხვა ქმედება იქნებოდა დანაშაული” – აცხადებს პოროშენკომ.

Read More »

უკრაინამ რუსი ჟურნალისტი ანა კურბატოვა გააძევა და ქვეყანაში შესვლა 3 წლით აუკრძალა

უკრაინამ რუსი ჟურნალისტი ანა კურბატოვა გააძევა და ქვეყანაში შესვლა 3 წლით აუკრძალა. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა. “ანა კურბატოვამ, რომლის მიმართაც უკრაინიდან იძულებითი გაძევების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უკრაინა-რუსეთის საზღვარი უკვე გადაკვეთა. მას ქვეყანაში შემოსვლა 3 წლით აეკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზი კურბატოვას საქმიანობა გახდა, როემლიც უკრაინის ეროვნულ ინტერესებს ზიანს აყენებდა” – წერს ელენა გიტლიანსკაია. Російська пропагандистка Анна ...

Read More »

მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკური გამოცემები ტრამპს რასიზმის აღზევებაში ადანაშაულებენ

დასავლური პოლიტიკური ჟურნალების კვირის მთავარი თემაა შარლოტსვილის მოვლენები, სადაც ულტრამემეარჯვენე აქტივისტებს და მათ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა, ასევე ამ მოვლენებზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეაქცია. წამყვანი ამერიკული, ბრიტანული და გერმანული გამოცემების ყდების თანახმად, ისინი აშშ-ში ძალადობის ესკალაციას ტრამპს უკავშირებენ. “სიძულვილი ამერიკაში”. ამერიკული Time-ის ყდაზე ნაცისტურ მისალმებას ამერიკული დროშა ფარავს ამერიკული The New Yorker-ის ყდა: დონალდ ტრამპი ნავში, რომლის იალქანიც კუ-კლუქს-კლანის წევრების ქუდს ჰგავს ბრიტანული The Economist-ის ...

Read More »

დაფიქსირდა 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა

ფიჯისა და ტონგას კუნძულებთან 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აღსანიშნავია, რომ ფიჯის კუნძულებთან ახლოს მიწისძვრა ღამის 2 საათძე, ხოლო ტონგასთან – ღამის 5 საათზე მოხდა. ინფორმაციები ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამერიკული და ევროპული სეისმოლოგიუეი სამსახურების ცნობით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

Read More »

თურქეთში ხანძრის შედეგად 10 სამხედრო დაშავდა

10 სამხედრო დაშავდა თურქეთის პროვინცია ქილისში სამხედრო ბაზაზე ხანძრის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საბრძოლო მასალების საწყობს გაუჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. დაშავებული სამხედროები, რომელთაც კვამლით ინტოქსიკაცია აღენიშნებათ, საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. წყარო: 1tv.ge

Read More »

მოსკოვში მასშტაბური ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

მოსკოვში მასშტაბური ხანძრის დროს 14 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სუპერმარკეტ „რიოში“ გაჩნდა. მეხანძრეებმა და მაშველებმა შენობიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. 14 მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. 4 კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. მოსკოვის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ევაკუაციის მიუხედავად, შესაძლოა, შენობაში რამდენიმე ადამიანი კიდევ რჩებოდეს. საგანაგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარს 5 ბალიანი შკალით მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. ...

Read More »