ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რელიგია

ილია მეორე ხვალ სამების ახალგაზრდულ ცენტრში მრევლს შეხვდება – საპატრიარქოს განცხადება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ხვალ, 21 ოქტომბერს, სამების ახალგაზრდულ ცენტრში მრევლს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს: “ა.წ. 21 ოქტომბერს, შაბათს, დილის 10:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ახლადდამკვიდრებული ტრადიციისამებრ სამების ახალგაზრდულ ცენტრში შეხვდება მრევლს, შემდეგ კი ჩატარდება პარაკლისი” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

Read More »

საპატრიარქო ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “რვა თვეზე მეტია საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ძალების მხრიდან მუდმივ შემოტევებს განიცდის. ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს პასუხის გაცემისაგან, რადგან არ გვინდა პროცესების გამწვავება, მაგრამ „რუსთავი 2“-ის ა.წ. 14 ოქტომბრის გადაცემასთან დაკავშირებით განმარტებას გავაკეთებთ, რადგან ამჟამად უკვე ბრალდების ობიექტი, საპატრიარქოს თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ...

Read More »

საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გაავრცელა

საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,წმიდა სინოდმა დაადგინა: მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიუსაჯა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა, დღეისთვის განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში; ასევე იმის გამო, რომ ამ საკითხის ირგვლივ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გამოითქმის ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები, მოცემულ ეტაპზე, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო ...

Read More »

მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა სინოდის სხდომაზე პირველ კომენტარს აკეთბს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე მისი საკითხიც იყო განხილული. “დღეს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომა არის წინ გადადგმული, პოზიტიური ნაბიჯი საქართველოს ეკლესიისთვის” – განაცხადა მეუფე პერტემ.

Read More »

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სხდომიდან გამოსულმა მეუფე ზოსიმემ ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გააკეთა. ამ დრომდე უცნობია თუ რა საკითხები იქნა განხილული სხდომაზე.

Read More »

სინოდის წევრები აცხადებენ, რომ დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ სინოდი დღეს საგანგებოთ პირველად შეიკრიბა. მღვდელმთავრებს წინასწარ სხდომის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის გრიგოლ ბერბიჭაშვილის ინფორმაციით, შესაძლოა სხდომას ამის გამო ბევრი ვერ დაეწროს. ასევე, მისივე ინფორმაციით, სინოდის წევრებს განსახილველ საკითხების შესახებ ინფორმაციაც არ აქვთ, თუმცა არ არის გამორიცხული დღეს იმსჯელონ “ციანიდის საქმეში” მსჯავრდებულის დეკანოზ გირგი მამალაძის შესახებ.  “მე არ ვიცი და ...

Read More »

11 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

ხვალ, 11 ოქტომბერს 12 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას მამა მიექაელ ბოტკოველი ადასტურებს. განსახილველი საკითხები ჯერჯერობით უცნობია.

Read More »