ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელებმა ფოთის საზღვაო ნავსადგური დაათვალიერეს

“ეკონომიკის სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელებმა ფოთის საზღვაო ნავსადგური დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ  პორტში არსებულ მდგომარეობას. მათი ინფორმაციით, 23 დეკემბრის მდგომარეობით, პორტში შესვლას ელოდებოდა მხოლოდ ერთი საკონტეინერო გემი, რომლის მიღებასაც პორტი შეძლებს დამუშავების პროცესში მყოფი სხვა გემებისგან ნავმისადგომის გამოთავისუფლების შემდეგ”,-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. ფოთის ნავსადგურში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები კვლავ უწყვეტად მიმდინარეობს. დღე-ღამის განმავლობაში პორტში შესასვლელი არხიდან ამოღებული და გადატანილია 12685 კუბ.მ გრუნტი.

Read More »

ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახური იქმნება, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგს განახორციელებს

ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახური იქმნება, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორგს განახორციელებს. „ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩვენი პირველადი ამოცანა არ არის, რომ დავიწყოთ კადრების შემცირება. ჯანდაცვის სამინისტროს ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა ექნება გასატარებელი. ჩვენ ვქმნით, ვააქტიურებთ ახალ სამსახურს, რომლის ამოცანა იქნება თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი, რაოდენობრივი შეფასება და მე ვფიქრობ, რომ მინუს 10%-იანი ჯამური სახელფასო ანაზღაურების შემცირება არათანაბრად გადანაწილდება. მასზე, ვინც უფრო მაღალ შედეგს დადებს, ...

Read More »

Freedom House: ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველოს პოზიცია ერთი ქულით გაუარესდა

ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველო თავისუფალი ქვეყნების სიაშია. Freedom House-ის 2016 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მთავრობა იშვიათად ზღუდავს ხელმისაწვდომობას სხვადასხვა შინაარსის კონტენზე და საანგარიშო პერიოდში YouTube-სა და WordPress-ის შეზღუდვის მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. შედეგად წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია 1 ქულით გაუარესდა. ასევე ანგარიში მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის და სოცალური ქსელების გამოყენების მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. Freedom House აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზეც, ...

Read More »

ღვინის ტურიზმზე მომუშავე ჟურნალისტები კახეთს ეწვივნენ

ევროპელი და ამერიკელი ჟურნალისტები საქართველოში ღვინის ტურიზმის პოტენციალს ეცნობიან.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ღვინის თემატიკაზე მომუშავე უცხოელი ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს ეწვივნენ. პრესტურის ფარგლებში ბელგიის, დიდიბრიტანეთის, ნიდერლანდების, იტალიის ბულგარეთის, გერმანიის, დანიისა და რუსეთის ბეჭდური მედიის წარმომადგენლებმა მარნები, ვენახები დაათვალიერეს და ქართული ღვინის წარმოების ტრადიციებს გაეცნენ. მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა ჟურნალებისა და ბლოგებისთვის სტატიებს მოამზადებენ.

Read More »

ევროკავშირის ქვეყნებში აგროსურსათის ექსპორტი იზრდება

ბოლო პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ადგილობრივი წარმოების ხელშემწყობი პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველადი წარმოება როგორც მეცხოველეობის, ასევე მემცენარეობის სექტორში. 2015 წლის მონაცემებით, მემცენარეობის პროდუქციის გამოშვება ქვეყანაში 1.7 მლრდ ლარს, ხოლო მეცხოველეობის პროდუქციის – 1.8 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ბოლო ათწლეულების რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ წარმოების ზრდის პარალელურად, თანმიმდევრულად ხორციელდება ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისათვის საჭირო ღონისძიებები. სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მიმართულებით ...

Read More »

არჩევნების წინ ქვეყანა მონეტარულ ხაფანგშია!

არჩევნების მეორე ტურის წინ ლარის საქმე უკან-უკან მიდის. ბოლო ერთი თვეა, ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ოპტიმისტურ პროგნოზსაც ვერავინ აკეთებს. ლარი უკვე იმ მაჩვენებელზეა, როცა გამყარებაზე საუბარი აღარც მიდის. მინისტრები დრო და დრო აცხადებენ, რომ ლარი გამყარდება საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუმცა თვეები გადის და სასიკეთო ცვლილება სავალუტო ბაზარს არ ეტყობა. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ეროვნული ვალუტა როგორმე დასტაბილურდეს. საუკეთესო შემთხვევაში ლარი ...

Read More »

პროგრამის ”აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დასრულდა

სამთავრობო პროგრამის ”აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დასრულდა. კომპანია „ნუტრიმაქსმა“ ფონიჭალის ზემო დასახლებაში მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმო ააშენა, რომლის გახსნის ცერემონია ხვალ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ”საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული კომპონენტის ფარგლებში კომპანია „ნუტრიმაქსს“ ქალაქ ...

Read More »