ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ეკონომიკა

არჩევნების წინ ქვეყანა მონეტარულ ხაფანგშია!

არჩევნების მეორე ტურის წინ ლარის საქმე უკან-უკან მიდის. ბოლო ერთი თვეა, ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ოპტიმისტურ პროგნოზსაც ვერავინ აკეთებს. ლარი უკვე იმ მაჩვენებელზეა, როცა გამყარებაზე საუბარი აღარც მიდის. მინისტრები დრო და დრო აცხადებენ, რომ ლარი გამყარდება საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუმცა თვეები გადის და სასიკეთო ცვლილება სავალუტო ბაზარს არ ეტყობა. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ეროვნული ვალუტა როგორმე დასტაბილურდეს. საუკეთესო შემთხვევაში ლარი ...

Read More »

პროგრამის ”აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დასრულდა

სამთავრობო პროგრამის ”აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დასრულდა. კომპანია „ნუტრიმაქსმა“ ფონიჭალის ზემო დასახლებაში მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმო ააშენა, რომლის გახსნის ცერემონია ხვალ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ”საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული კომპონენტის ფარგლებში კომპანია „ნუტრიმაქსს“ ქალაქ ...

Read More »

ეროვნული ბანკი – კურსის მერყეობა გამოწვეულია რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით, რასაც თან ერთვის წინასაარჩევნო მოლოდინები

ამ ეტაპზე ეროვნულ ვალუტაზე საგარეო შოკის გავლენა ამოწურულია და კურსის მერყეობა გამოწვეულია მხოლოდ დროებითი ფაქტორებით – რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით, რასაც თან ერთვის წინასაარჩევნო მოლოდინები,- ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია, მათ შორის სავალუტო პოლიტიკის ნაწილში, 2013 წლიდან განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. ”როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ხოლო ...

Read More »

შემოსავლების სამსახური – გადასახადის გადამხდელთა გარკვეული კატეგორია საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლდა

გადასახადის გადამხდელთა გარკვეული კატეგორია საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლდა. ამის შესახებ ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად (გამოქვეყნდა 2016 წლის 1 ივნისს) 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა: ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი დიდ ბრიტანეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ პრემიუმ-სეგმენტში გადასვლის საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. „თიბისი ბანკის“ აქციები ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველაზე მსხვილ და გავლენიან ინვესტორთა წრისათვის. „თიბისი ბანკმა“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ბანკის 50 მილიონამდე აქცია განათავსა. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდება დიდი ბრიტანეთის ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი – ინოვაციური მიდგომები ქმნის დამატებით ღირებულებას ჩვენს ქვეყანაში

ინოვაციური მიდგომები ქმნის დამატებით ღირებულებას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „ბილტმორში” განაცხადა, სადაც ფორუმი სახელწოდებით – “არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულებები მარკეტინგსა და შეფუთვაში” მიმდინარეობს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან hp და “კოლორპაკი”. გენერალური მედია მხარდამჭერები “პალიტრა მედია” და “მარკეტერი”. დიმიტრი ქუმსიშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მარკეტინგის სფეროში ინოვაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი – პირველი საარჩევნო წელიწადია, როდესაც ეკონომიკური აქტივობა ჩვენს ქვეყანაში არათუ არ შემცირდა, არამედ გაიზარდა

წელს არის პირველი საარჩევნო წელიწადი, როდესაც ეკონომიკური აქტივობა ჩვენს ქვეყანაში არათუ არ შემცირდა, არამედ გაიზარდა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „ბილტმორში“ განაცხადა, სადაც “მარკეტინგ ფორუმი – 2016” მიმდინარეობს. ფორუმის თემაა – “არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულებები მარკეტინგსა და შეფუთვაში”. დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ის პოლიტიკური, ეკონომიკური ვითარება და პრიორიტეტები მიმოიხილა, რომელიც ქვეყანაშია. ...

Read More »