ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

პოლიტიკა

ნარმანიამ ამ სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა რაც შესაძლებელი იყო – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” თბილისისი მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ სამი წლის მანძილზე ყველაფერი გააკეთა, რისი შესაძლებლობა მას ქონდა. “ძალიან ბევრი რამე გაკეთდა დედაქალაქში ამ სამი წლის განმავლობაში. რაც მოხერხდა და რაც მოესწრო უამრავი საქმე არის გაკეთებული. ეს არის სხვადასხვა პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო და ამისთვის, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო დათოს და მის გუნდს, მის თანამშრომლებს.მათ ძალიან მძიმე ...

Read More »

საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. საზღვარი გადმოწევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოკუპანტების მიერ, სოფელ ბერშუეთთან ე.წ. საზღვარი გადმოწევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვის გამო, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო ...

Read More »

ფასები იზრდება, მოსახლეობა ღარიბდება – ზვიად ხორგუაშვილი

ივნისის თვის ინფლაციის მაჩვენებლების გამოქვეყნებას “ევროპული საქართველოს” წევრი ზვიად ხორგუაშვილი აფასებს: “ეკონომიკური გარემო ცუდ მდგომარეობაშია, ფასები იზრდება, ხალხი ღარიბდება. საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა, ფასების წლიურმა ზრდამ ივნისში 7.1% შეადგინა. ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულზე, შაქარსა და სხვა ტკბილეულზე, რძეზე, ყველსა და კვერცხზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ზეთსა და ცხიმზე – პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი ...

Read More »

ირაკლი კობახიძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. “ჩვენს ერთგულ მეგობარს და მოკავშირეს გულითადად ვულოცავ მთავარ ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს! ამ დღეს დაიბადა მსოფლიო დემოკრატიისა და თავისუფლების მთავარი საყრდენი , რომელიც თავისი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის გახდა ასევე, უმნიშვნელოვანესი საფუძველი დემოკრატიული ღირებულებების განვითარების, თავისუფლებისა და მშვიდობისკენ სწრაფვის გზაზე. უკვე 25 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულად ...

Read More »

გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ამერიკელ ხალხს ამერიკის შეერთბული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს მისალოცი წერილი გაუგზავნა: „თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ, გულითადად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ამერიკელმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე მრავალი გამოწვევა გაიარა. აშშ ყოველთვის იყო როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურა სხვა ერებისათვის, ასევე მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი. ვითვალისწინებ ...

Read More »

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის მთავრობას და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. “გულითადად ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ამერიკელ ხალხს 4 ივლისს – დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები სრულიად უნივერსალურია თავისუფლების მოყვარული ერებისათვის და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც. საქართველოსათვის ამერიკის შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები ...

Read More »

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს: “მინდა გაცნობოთ, რომ გადავწყვიტე, დავტოვო დაკავებული თანამდებობა. ერთადერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ წინ დიდი გამოწვევა მელოდება, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ამპლუაში გასაუბრების სახით და ვფიქრობ, მჭირდება მაქსიმალური კონცენტრაცია ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, გაგებით მოეკიდებით ჩემს გადაწყვეტილებას და წარმატებას მისურვებთ ამ უაღრესად მნიშვნელოვან ეტაპზე ...

Read More »