ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

პოლიტიკა

,,სცენიდან გაქცეული ხელისუფლება და შავრაზმელების ტრიუმფი“

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განხილვას თბილისში ვნებათაღელვა მოჰყვა, რაც საბოლოოდ განხილვის ჩაშლით დასრულდა. შავრაზმელთა ტრიუმფი და მათგან გაპამპულავებული ხელისუფლება – ასე აფასებს მომხდარ ფაქტს მოძრაობა ,,დაბრუნების“ ლიდერი მალხაზ პატარაია: გუშინ ფილარმონიაში მორიგი რუსული სპექტაკლი გათამაშდა. ამ მარიონეტთა თეატრის ფინალი სავარაუდოდ დასავლური ძალების სრული მარგინალიზაცია და პოლიტიკური სცენიდან გარიყვა უნდა იყოს, როგორც ეს ამ სანახაობაზე გამოჩნდა. ისე უნდა მოხდეს, როგორც რუსეთში, ...

Read More »

თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმს გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა

თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა: ”ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის.” – აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.

Read More »

თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს ამომრჩეველთა 51,35 % უჭერს მხარს

თურქეთში საარჩევნო ბიულეტენების 99, 17 %-ია დათვლილი. ამ დროის მონაცემებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს ამომრჩეველთა 51,35 % უჭერს მხარს, 48,65 % კი წინააღმდეგია. ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რეფერენდუმის შედეგები უკვე მიულოცა პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმსა და იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. რეფერენდუმში მონაწილეობა 55 მილიონზე მეტმა ადამიანმა ...

Read More »

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

ლევან იზორიამ გენერალური შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირი ჯარისკაცები გაიხსენა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო: „ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს გმირებს, ჩვენს ძმებს, რომლებიც სამშობლოს დაცვის, სამშობლოს ღირსების, ჩვენი ოჯახების დაცვისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. მათ სახელებს ყოველთვის გავიხსენებთ. დიდება მათ სახელებს. მათ ოჯახებს მთელი საქართველოს სახელით ვულოცავ დღევანდელ დღეს.“, ...

Read More »

დღეს ორი მნიშვნელოვანი კანონპროექტი განიხილება პარლამენტში – რომან გოცირიძე

“დღეს ორი მნიშვნელოვანი კანონპროექტი განიხილება პარლამენტში: თამბაქოს კონტროლის შესახებ და საგზაო მოძრაობის შესახებ. როგორც წესი, გარდა ექსპერტების მოსაზრებებისა, აუცილებლად ვნახულობთ, გამოთქვა თუ არა თავისი კომპეტენტური აზრი ამ საკითხებთან დაკავშირებით განათლების მოქმედმა მინისტრმა, ბატონმა ალექსანდრე (ლექსო) ჯეჯელავამ. როგორც გვითხრეს, მისი პოზიცია ასეთი ყოფილა: 1. კაფეებში, რესტორნებში და მსგავს დაწესებულებებში, მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მოწევა ნებადართული, თუ ისინი აღჭურვილი იქნებიან აირწინაღებით და ...

Read More »

მარგველაშვილი მესამე ძალის ლიდერი გახდება – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებაში საერთოდ არ ჩანან ლიდერები და მათ დამოუკიდებლად მოქმედება არ შეუძლიათ. მათ ფონზე პრეზიდენტს რეიტინგის მხრივ საგრძნობი უპირატესობა აქვს. ის დამოუკიდებელია, არავის ჩრდილში არ არის და ასეთ თვისებებს საქართველოში პატივს სცემენ. – მარგველაშვილი დანარჩენი პოლიტიკური ელიტისგან ის იმითაც განსხვავდება, რომ ძალაუფლებას არ ეპოტინება. ის არ მიიჩნევს, რომ ძალაუფლებაში რაიმე სიკეთეა. აქედან გამომდინარე, მას პოლიტიკიდან გასვლის ...

Read More »

მოვუწოდებ ხელისუფლებას! გამოვიდეს, გააკეთოს განცხადება და მკაფიოდ გაემიჯნოს ამ პროექტს! – გიორგი ლაღიძე

პარტია ,,მომავალი საქართველო’’-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე ეხმაურება ხელისუფლების ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს რამოდენიმე ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას: “აშკარად ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ასუსტებს ხალხის როლს, რათა ის ჩართული იყოს ქვეყნის მართვაში. ხელისუფლება აპირებს ჩამოართვას ქალაქის სტატუსი გორს, მცხეთას, ამბროლაურს, თელავს, ახალციხეს, ზუგდიდს. როგორც სჩანს არ სურთ ქალაქებს ყავდეს არჩეული ხელისუფლება ადგილებზე, რომელიც იქნება ხალხთან ანგარიშვალდებული. ეს ქმედება არ წაადგება ...

Read More »