ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

პოლიტიკა

ოთარ აბესაძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს – ლილი გელაშვილი

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. ადვოკატ ლილი გელაშვილის თქმით, აბესაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ამ ეტაპზე გამოიყენა დუმილის უფლება, რაც ნიშნავს რომ ის არ აღიარებს ამ ეტაპისთვის ბრალს. უბრალოდ შეგვიძლია მის პოზიციაზე გითხრათ, რომ ის იყენებს დუმილის უფლებას” – განაცხადა ადვოკატმა.

Read More »

არჩევნების თარიღის გამოუცხადებლობის მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანიები უკვე დაიწყო – გიორგი ლაღიძე

პარტია ,,მომავალი საქართველო”-ს ლიდერმა გიორგი ლაღიძემ მიმდინარე და აქტუალური პოლიტიკური პროცესები შეაფასა. ლაღიძის განცხადებით პოლიტიკური პარტიები მხოლოდ მაშინ არ უნდა აქტიურდებოდნენ, როდესაც ხალხის ხმა მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. „მავნე ტრადიცია, რომელიც საქართველოში დაინერგა სამწუხაროდ კვლავ გრძელდება. პოლიტიკოსებს ამომრჩეველი და ქართველი ხალხი მხოლოდ და  მხოლოდ წინასაარჩევნოს არ უნდა ახსენდებოდეთ. პოლიტიკური პარტიები ყოველთვის მოტივირებულნი უნდა იყვნენ პრობლემის მოძიებითა და ამათი გადაჭრის გზებით. დიდი ...

Read More »

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენციის – „საქართველოს ევროპულ გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გახსნას დაესწრო. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ენერგოკავშირის საკითხებზე პასუხისმგებელმა მაროშ შევჩოვიჩმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა. ორდღიან კონფერენციაზე განიხილავენ ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებს, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე ...

Read More »

გიორგი მარგველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა

ბათუმში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც ევროპარლამენტარები – კატი პირი, ედუარდ კუკანი, ანა გომესი, არნე ლეტსი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, თენგიზ ფხალაძე, ფიქრია ჩიხრაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდნენ, საქართველოს ოკუპაციისა და საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბარი შეეხო კონსენსუსის არ არსებობას, დიალოგის დეფიციტს, ასევე მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს ...

Read More »

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფო მოლაპარაკებისკენ – ნინო ბურჯანაძე

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფო მოლაპარაკებისკენ – ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას. „2008 წლის 7 აგვისტოს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ მითხრა, რომ მთელი დღე მას სერგეი ლავროვი ურეკავდა და მის ზარებს არ პასუხობდნენ. ვთხოვე, რომ ეპასუხა ლავროვის ზარისთვის, რადგან მეორე დღეს ჩვენ მოგვიწევდა მასთან დარეკვა და შესაბამისად, აღარც ლავროვი გვიპასუხებდა. ზუსტად ასე მოხდა. ...

Read More »

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ (ვიდეო)

მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოგმართოთ ყველას და განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი, რომ ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის უმთავრესი, ნომერ პირველი საკითხია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – “საქართველოს ევროპული გზა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ოკუპაციას არასოდეს შეეგუება და ყველა სამშვიდობო მექანიზმს გამოიყენებს საქართველოს ერთიანობის აღსადგენად. “ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ...

Read More »

უახლოეს მომავალში თბილისის მერიის კიდევ ერთ თანამშრომელს დააკავენებ – რას ყვება ახვლედიანი

საკრებულოს წევრის მამუკა ახვლედიანის განცხადებით უახლოეს მომავალში თბილისის მერიის კიდევ ერთ თანამშრომელს დააკავენებ. ახვლედიანმა ამის შესახებ ტელეკომპანია იბერიასთან ისაუბრა: “მე ვფიქრობ, რომ ბატონი ოთარ აბესაძე იქცა ამ მომენტში განტევების ვაცად. უდნა გამოევლინათ ერთ პიროვნება, რომელზეც გადატეხავდნენ ჯოხს. თუმცა, ჩემი ინფორმაციით და არა დადასტურებულით, ასე სახელს და გვარს ნამდვილად ვერ დაგისახლებთ, თუმცაღა ვიცი, ძალიან მოკლე პერიოდში იქნება კიდევ ერთი ასეთი სკანდალური ...

Read More »