ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

პოლიტიკა

პოლონეთის პრეზიდენტი ბათუმშია (ვიდეო)

ბათუმში, პოლონეთის პრეზიდენტი იმყოფება. ანდჯეი დუდა რეგიონს მეუღლესთან ერთად ეწვია. ამ წუთებში ანდჯეი დუდასა და ზურაბ პატარაძეს შორის ოფიციალური შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პოლონეთის დელეგაციის წევრები, აჭარის მთავრობის მინისტრები და ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი დაესწრებიან. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. მანამდე დელეგაციის წევრებმა გონიო – აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერეს. ვიდეო იხილეთ ლინკზე – ajaratv.ge

Read More »

სუს-ის უფროსის მოადგილედ ალექსი ბატიაშვილი დაინიშნა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ალექსი ბატიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ალექსი ბატიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო თავდაცვის მინისტრად ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში მისი მოადგილე იყო.

Read More »

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია” – აღნიშნულია განცხადებაში.

Read More »

“ჩვენ ძალიან მალე გვექნება ჭეშმარიტად 21-ე საუკუნის პოლიცია, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ”

პოლიციის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიციელებს და სახოგადოებას სიტყვით მიმართა: „მოგესალმებით ყველას! მივესალმები თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს და გილოცავთ პროფესიულ დღეს ! მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის. საქმე, რომელსაც თქვენ ემსახურებით, უდიდეს პასუხისმგებლობასთან და მაღალ პროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული და ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც გიწევთ მუშაობა. ჩვენ ...

Read More »

საქართველოს პრეზიდენტი გატაცებული ჟურნალისტის საქმეზე კომენტარს აკეთებს

აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებულ სკანდალს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა: „ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს აქვს, როგორც ჟურნალისტიკის ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ლიდერის როლი რეგიონში, ეს არის ჩვენი სიამაყეც და ამავე დროს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილიც. ამ სტანდარტის დაცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვის საკითხია. ის განცხადებები რომელიც გაკეთდა ადვოკატის მიერ აუცილებლად ბოლომდე გასააზრებელი და გასაანალიზებელია. იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიიდამ იქნება ...

Read More »

“თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკელები” აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებას ეხმაურებიან

„თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების და ბაქოში დაპატიმრების ფაქტს და დემირელის კოლეჯის პედაგოგის, ემრე ჩაბუქის დაკავებას და წინასწარ პატიმრობაში ყოფნას ეხმაურებიან და განცხადებას ავრცლებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ძალიან კარგად გვესმის და ვაცნობიერებთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის აზერბაიჯანსა და თურქეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. იმავდროულად, მიგვაჩნია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს მეზობლებთან არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს და არც ...

Read More »

“საქართველომ დასავლეთს არა ნატო-ში მიღება, არამედ რუსეთთან შუამავლობა და ქვეყნის გამთლიანება უნდა სთხოვოს”

“თბილისში, ნატო-საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსი არ ჰგავდა იმ ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვას, რომლის 20% ტერიტორიისა ოკუპირებულია! მარგველაშვილი ისე წარსდგა აუდიტორიის წინაშე, თითქოს და, პროფესორ-თეორეტიკოსი იყოს საქართველოში “დემოკრატიული ღირებებულების დამკვიდრების კუთხით”! რაც შეეხება, საქართველოს პრემიერმინისტრის კვირიკაშვილის “სპიჩს”, იგი ჰგავდა “საანგარიშო შემაჯამებელ სიტყვას”, თუ რას მიაღწია საქართველომ ნატო-სკენ სავალ გზაზე (ანტიდისკრიმინაციული კანონი, გენდერული თანასწორობის და სხვა “სავალდებულო” ნორმების საკანონმდებლო ...

Read More »