ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

პოლიტიკა

პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება შეიწყალოს მსჯავრდებულები, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება – წულუკიანი

მიხეილ სააკაშვილისთვის სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება და ოპონენტებს კანონის არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშულებს: „პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება შეიწყალოს მსჯავრდებულები, რაც უბრალო ენაზე ნიშნავს იმას, რომ მის მეტს არავის აქვს ასეთი უფლება, მაგრამ რა მიზნით და როგორ გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ამ უფლებას პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს კონტროლს ექვემდებარება და ვერანაირი მსუსხავი ე.წ. ეფექტი ამ ...

Read More »

ეკა ბესელიას სააკაშვილის საქმეზე პრეზიდენტ მარგველაშვილთან კითხვები აქვს

ეკა ბესელიას აინტერესებს, თუ რომელიმე თანამდებობის პირი, პოლიტიკურ უფლებამოსილებას გამოიყენებს, მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლის ან კონკრეტული დანაშაულის დაფარვის მიზნით, ქმედება ჩაითვლება თუ არა უკანონოდ. “საუბარია იმაზე, უფლება და უფლებამოსილება იყო თუ არა ბოროტად გამოყენებული. სასამართლომ ჩათვალა, რომ იყო უფლებამოსილება ბოროტად გამოყენებული. მინდა, ძალიან კონკრეტული კითხვა დავსვა, პრეზიდენტის კომენტარის და განცხადების შემდეგ, როდესაც მან თქვა, რომ ეს იყო კონსტიტუციური უფლების გამოყენება. ...

Read More »

პრეზიდენტის დევნა ბადებს კითხვას და ზიანს აყენებს საგარეო იმიჯს – მარგველაშვილი სააკაშვილის საქმეზე

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ სწორედ შეწყალების უფლების მუხლის გამოყენებით დევნის განხორციელება ემსახურება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებებისა და იმ პრეროგატივების შეზღუდვას და შესუსტებას, რომელიც გააჩნია ძალთა დაბალანსების თვალსაზრისით პრეზიდენტის ინსტიტუტს. “სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და მაშინდელი ხელისუფლების რეაქცია, თავიდანვე იწვევდა ქართული საზოგადოების უაღრეს აღშფოთებას. ეს აღშფოთება თავის დროზე გაიზიარა სტრასბურგის სასამართლომაც. თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები, სამწუხაროდ ...

Read More »

შესაბამის სამსახურებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა იმუშაონ – ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას გამოეხმაურა. მისი განცხადებით ტერორისტული დანაშაული არის ყველაზე რთული და ყველაზე მთავარი გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის. “თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები უნდა მუშაობდნენ გამართულად და ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს დაცვის ყველა მექანიზმი და ბერკეტი, მაშინ ამ სამსახურებსაც უნდა მივცეთ შესაძლებლობა, იმუშაონ და ჰქონდეთ შესაბამისი სამართლებრივი ...

Read More »

პროკურატურა სააკაშვილის განაჩენზე განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავერცელებს: „თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მას სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. მასვე 2 (ორი) ...

Read More »

დღეს მოსამართლემ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საპატიმრებასთან დაკავშირდებით, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი კომენტარს აკეთებს: “დღეს მოსამართლემ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რადგან საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით ბრალი არ დასტურდება. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ. შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით ...

Read More »

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო – განაჩენი გამოტანილია

მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა. “მიხეილ სააკაშვილს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობისგან აცილების მიზნით გასცა დაპირება, რომ სასჯელის მიუხედავად, თუ რა დაენიშნებოდა მსჯავრდებულებს სასამართლოს მიერ, შეიწყალებდა მათ” – განმარტა მოსამართლემ.

Read More »