ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” გერმანიის ნაკრები 50:6 დაამარცხეს

რუსთავის სარაგბო სტადიონზე “ბორჯღალოსნებმა” “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” ფარგლებში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 50:6 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა ბონუს ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

Read More »

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დანიშნოს ბარსელონამ არსენ ვენგერი

ერთ-ერთი ესპანური გამოცემა წერს, რომ არსენ ვენგერი შესაძლოა “ბარსელონას” თავკაცად მოგვევლინოს. წყაროს მოჰყავს არგუმენტები, თუ რატომ იქნებოდა იდეალური ფრანგი სპეციალისტი კატალონიური გუნდისთვის. 1. ვენგერი თამაშობს ზუსტად იმ ფეხბურთს, რასაც “ბარსელონა”. ფრანგი დაცვაში არასდროს დგება და ძირითადად გადაცემებზე და შეტევაზეა კონცენტრირებული. ამავდროულად, ასეთი თამაში “არსენალით” შეუძლებელია, რადგან არ ჰყავს შესაფერისი ფეხბურთელები. ვენგერის ტაქტიკა “ბარსელონაში” იდეალური იქნებოდა. 3. იწერება, რომ სეზონის ბოლოს ...

Read More »

ნადალი დაამარცხა ფედერერმა -ისტორიული თამაშის შედეგები

ავსტრალიის ღია პირველობა როჯერ ფედერერის ტრიუმფით დასრულდა. შვეიცარიელმა სპროტსმენმა ფინალურ შეხვედრაში ესპანელი რაფაელ ნადალი ხუთ სეტში – 6:4, 3:6, 6:1, 3:6, 6:3 დაამარცხა. მელბურნის კორტების გადამწყვეტ შეხვედრაში შვეიცარიელი და ესპანელი ჩოგბურთელი 2009 წლის შემდეგ პრიველად შეხვდნენ. რვა წლის წინ ფინალური შეხვედრა ნადალის გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის როჯერ ფედერერი რეიტინგის მეჩვიდმეტე ჩოგბურთელია. როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობა მეხუთედ მოიგო.

Read More »

ზაზა ფაჩულია 15 000 ამერიკული დოლარით დააჯარიმდა (ვიდეო)

NBA-მ Golden state-ის ქართველი ცენტრი, ზაზა ფაჩულია არასპორტული საქციელის გამო 15 000 ამერიკული დოლარით დააჯარიმა.  ქართველმა კალათბურთელმა მაიამის კალათბურთელს, ლუკ ბებიტს სახეში ხელი გაარტყა. ეს ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც ბებიტმა ფაჩულიას განზრახ მხარი გაჰკრა და ქართველის რეაქციაც ასეთი იყო.

Read More »

ქართველი საბისტები მინსკში მიემგზავრებიან

ქართველი სამბისტები საერთაშორისო ტურნირისათვის ემზადებიან. ეროვნული ნაკრები 29 იანვარს მინსკში მიემგზავრება. პრეზიდენტის თასის მოსაპოვებლად ბრძოლა 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მოჭიდავეებს შესაბამისი მომზადება გავლილი აქვთ და მწვრთნელები იმედს იტოვებენ, რომ მედლებისა და თავისი გარეშე არ დაბრუნდებიან სამშობლოში. ავტორი: ქეთი გაბინაშვილი პროექტი: “გახდი შენი ქალაქის რეპორტიორი”

Read More »

რეგბის ამბასადორის „მოპარული სიცოცხლე“ – ტარიელ რატიანიძის რთული გზა

იყო ძიების წლები, ჯერ ჭიდაობა, მერე მკლავჭიდი, ბოლოს მიაგნო: რეგბი მისი ცხოვრება გახდა. საკუთარი თავი აღმოაჩინა, პოტენციალი რეგბისაკენ მიმართა. რთული პერიოდი იყო, ჭირდა ცხოვრება, ფეხით უწევდა სიარული, ტრანსპორტი იშვიათად დადიოდა. მერე მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვიდან პარიზში აღმოჩნდა და ასე დაიწყო მისი ფრანგული კარიერა. ფიზიკურად საფრანგეთშია, ამბობს, თვალებითა და გულით საქართველოში ვარო. როგორი იყო მისი კარიერის დასაწყისი, რა სირთულეების გადატანა მოუხდა ...

Read More »

ზაზა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

“გოლდენ სტეიტმა” სტუმრად “საკრამენტო” 117:106 დაამარცხა (VIDEO). მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია დაასახელეს. ფაჩულიამ ამ მატჩში მთავარი ის გააკეთა, რომ “საკრამენტოს” ლიდერი დემარკუს კაზინსი გაანეიტრალა. რამდენჯერმე ბურთი ჩაუჭრა, ზაზა დაცვაში კარგად იდგა. დემარკუსს თამაში არ გამოსდიოდა, რის გამოც გაღიზიანდა და სათადარიგო სკამს მუშტების რტყმა დაუწყო, რის გამოც საბოლოოდ დემარკუსი გააძევეს, რამაც “მეომრებს” გამარჯვება გაუიოლა. ზაზა სასტარტო 5-ეულში ...

Read More »