ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

სპორტი

ლა ლიგა: “რეალმა” და “ბარსელონამ” დამაჯერებლად დაიწყეს

ლა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის მესამე სათამაშო დღეს საქმეში გათამაშების ორი მთავარი ფავორიტი “რეალი” და “ბარსელონა” ჩაერთო და ორივე გუნდმა დაგეგმილი 3 ქულის მოპოვება მოახერხა. “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “ბეტისს” დაუხვდა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. კატალონიური გრანდი მთელი თამაშის განმალობაში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და მარტო ლიონელ მესიმ სტუმართა კარის ძელს სამჯერ გაარტყა ბურთი, თუმცა არგენტინელმა მოედანი უგოლოდ დატოვა. “ბლაუგრანამ” ...

Read More »

„რეალი“ ბენზემას ახალ კონტრაქტს უფორმებს

ფრანგული გამოცემა Journal du Dimanche-ის ინფორმაციით, „რეალი“ სულ მალე გააფორმებს ახალ კონტრაქტს ფორვარდ ქარიმ ბენზემასთან. 29 წლის ფრანგმა ესპანეთის ჩემპიონთან უკვე შეათანხმა ახალი ხელშეკრულების დეტალები, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. კონტრაქტის განახლება ხელფასის გაზრდას ითვალისწინებს. ბენზემას ამჟამინდელი კონტრაქტი „რეალთან“ 2019 წელს იწურება.

Read More »

ეროვნული ლიგა: თბილისის „დინამო“ საჩხერის „ჩიხურას“ დღეს დაუპირისპირდება

დღეს, ეროვნული ლიგაში 23-ე ტური დასრულდება. ტურის ცენტრალურ შეხვედრას დინამო არენა უმასპინძლებს: გათამაშების ლიდერი თბილისის დინამო საჩხერის ჩიხურასდაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს 20 საათსა და 30 წუთზე პირველი არხი შემოგთავაზებთ. გუშინ საღამოს კი, 23-ე ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა: საბურთალო სამტრედიას შეხვდა და თამაში ფრედ დასრულდა, ქუთაისში  კი ტორპედომ გიორგი კუხიანიძის დუბლით გორის დილა 2:1 დაამარცხა.

Read More »

ნიკა მნათობიშვილმა ონკოლოგიური დაავადება დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდა

ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა მნათობიშვილმა ონკოლოგიური დაავადება დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდა. 24 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი დაავადებას 8 თვის განმავლობაში ებრძოდა. მნათობიშვილი ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2-ის მონაწილე “გაგრას” ფეხბურთელია. ის გუნდს უკვე დაუბრუნდა და მოედანზე “ზუგდიდთან” გამართული საკონტროლო შეხვედრის მეორე ნახევარში გამოჩნდა. საერთო შეფასებით, მნათობიშვილმა თავი ძალიან კარგადაც წარმოაჩინა. “გაგრას” ეროვნული ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის და გუნდის ხელმძღვანელობა გახარებულია, რომ ამ ბრძოლაში ...

Read More »

ინციდენტი „რეალის“ ბაზაზე – შეტყობინება, საეჭვო პაკეტის აღმოჩენის შესახებ, ცრუ აღმოჩნდა

უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვათ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს, რომლებიც ლოს ანჯელესში UCLA-სუნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სეზონისთვის ემზადებიან. პოლიციას მიუვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დასვენების ზონაში აღმოჩენილი იყო საეჭვო პაკეტი. ბაზა, სადაც „რეალი“ ვარჯიშობს, კალიფორნიის უნივერსიტეტის ნაწილია. ევაკუირებულ იქნა სტუდენტთა სამი საცხოვრებელი კვარტალი, რომელიც კამპუსის ცენტრშია განლაგებული, აგრეთვე ტერიტორია დაატოვებინეს „სამეფო კლუბის“ წევრებს. პოლიციამ ტერიტორია შეამოწმა, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. მოგვიანებით, სტუდენტებსა და ფეხბურთელებს საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნების უფლება მისცეს.

Read More »

ვალერო “ინტერის” ფეხბურთელია

ესპანელი ნახევარმცველი ბორხა ვალერო კარიერას მილანის “ინტერში” განაგრძობს. აღნიშნული ცნობა “ნერაძურის” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. 32 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ბორხას ტრანსფერი “ინტერს” 5.5 მილიონი ევრო დაუჯდა. ვალერო “ფიორენტინას” ღირსებას 2012 წლიდან იცავდა. მან ამ დროის განმალობაში “იების” მაისური 211-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Read More »

ეროვნული ლიგა უეფას რეიტინგში ფსკერისკენ მიექანება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი უეფას რეიტინგში ფსკერს უახლოვდება. უეფამ ჩემპიონატების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ეროვნულმა ლიგამ მთელი 7 საფეხბურით განიცადა რეგრესი და ახლა 43-ე ადგილზეა. მიმდინარე სეზონში ქართულმა გუნდებმა სულ რაღაც 0.125 ქულა გამოიმუშავეს… მთლიანობაში კი, მხოლოდ 5.000 ქულაა საქართველოს ჩემპიონატის ანგარიშზე. ჩამოვრჩებით ისეთი ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატებს, როგორებიც ლიხტენშტეინი, ლატვია, ალბანეთი, ესტონეთი და მოლდოვაა. აღსანიშნავია, რომ არის შანსი რეიტინგი კიდევ უფრო ...

Read More »