ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

თავდაცვა

რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად გადაიბარა

სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე – ქაბულში გაიმართა. რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა, როტაციის წესით, I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეული ჩაანაცვლა. უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ქართულ კონტინგენტს სიტყვით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა სამხედრო ...

Read More »

თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოში გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რაც რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებასა და შენარჩუნებას უწყობს ხელს. საუბარი შეეხო ერთობლივ სწავლებებსა და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრებმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობა ...

Read More »

შეხვედრა ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვიტაუტას უმბრასას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ლიტვისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლიტველ კოლეგას საქართველოს პოლიტიკური და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლელა ...

Read More »

“ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ” – თავდაცვისა და უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენციის პირველი პანელია

„ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“ – ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენციის პირველი პანელია. სესიას მოდერატორობა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმა გაუწია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი დასავლეთშია, სწორედ ამას ადასტურებს საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მაღალი დონის ვიზიტიც. ვარშავის სამიტის შემდეგ ნატოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, კი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნატოს გენერალური მდივნის ...

Read More »

თავდაცვის მინისტრის მოხსენება პანელზე – „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“

მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული ადეკვატური და დროული რეფორმები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი თემა იყო. ლევან იზორია სიტყვით ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პირველ პანელზე – „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“ გამოვიდა და თავდაცვის სამინისტროში გადადგმულ იმ ნაბიჯებზე გააკეთა აქცენტები, რაც შეკავების პოლიტიკისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვისაა საჭირო. ამ მხრივ მინისტრმა სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავებაზე, ტოტალური ...

Read More »

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა

ქალაქ ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია (GDSC) მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა, კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა. მინისტრის შემდეგ, მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართეს. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, ...

Read More »

შეხვედრა ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურთან

ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილეს. გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა საქართველოს ...

Read More »