ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

თავდაცვა

თერჯოლაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

თერჯოლის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტომანქანა, რომელსაც პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდა, ხეს შეეჯახა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოლონა დასახლებულ პუნქტ სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამხედრო პოლიციის ესკორტით მოძრაობდა, რა დროსაც ავტომობილი მოსრიალდა და ხეს შეეჯახა. სამხედრო მოსამასახურები სხვადასხვა დაზიანებებით ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ...

Read More »

“ვარჯიშის დროს ჯარისკაცი გარდაიცვალა”

სამხედრო უფლებადამცველი დავით ნემსაძე “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ 3 თებერვალს შეიარაღებულ ძალებში მარნეულის საავიაციო ბაზაზე, დილის ვარჯიშის დროს ჯარისკაცი გარდაიცვალა. “შეიარაღებულ ძალებში, მარნეულის საავიაციო ბაზაზე დილის ვარჯიშის დროს კაპრალი გარდაიცვალა. არასწორად ავარჯიშეს. მიჩნდება ვარაუდი, რომ მას სირბილის დროს გაუჩერდა გული, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ცუდად ავარჯიშებდნენ. დილით სხვა დატვირთვით უნდა ავარჯიშო, შუადღეზე – სხვა დატვირთვით. ეს არ არის პირველი ...

Read More »

ლელა ჩიქოვანი ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ნატო-საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელს, ნატოს პოლიტიკური საკითხების და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენელს მარჩელ კოზიელს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის საკითხების განხილვა იყო. დაფიქსირდა ახალი მიდგომა, რომელიც ეფუძნება ნატოს მიერ შემოთავაზებული პროფესიული განვითარების პროგრამის მორგებას, თავდაცვის სამინიტროს ახალი გუნდის მიერ გაცხადებული რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების იმპლემენტაციისთვის. როგორც შეხვედრაზე მარჩელ კოზიელმა აღნიშნა, განიხილება ...

Read More »

ვაზიანში “ნატო-საქართველოს სწავლება 2016” დაიწყო

ვაზიანში, IV მექანიზირებულ ბრიგადაში “ნატო-საქართველოს სწავლება 2016” ოფიციალურად გაიხსნა. სწავლების დაწყებამდე ბრიგადის შტაბის საკონფერენციო დარბაზში მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა საქართველოში სწავლების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქართველი სამხედროებისთვის უნიკალურ შესაძლებლობებზე ისაუბრა. “ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში დაარსებული წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) პირველად მასპინძლობს ნატო-საქართველოს ერთობლივ სიმულაციურ სწავლებას. ...

Read More »

საქართველო შავი ზღვის დაცვაში ერთვება

ნატო 300 000 ჯარისკაცის მობილიზებას ორ თვეში გეგმავს ნატო რუსეთის აგრესიის შესაკავებლად უკვე უპრეცედენტო ზომებს იღებს და, როგორც ჩანს, ამაში ჩართვას საქართველოც აპირებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. სპეციალისტების ნაწილი მისმა განცხადებამ დააბნია, რადგან მათი თქმით, გაუგებარია, როგორ უნდა დაიცვას საქართველომ შავი ზღვის უსაფრთხოება მაშინ, როცა ქვეყანას საზღვაო ძალა არ გააჩნია. მეორე ნაწილი კი ჩვენს ქვეყანასა ...

Read More »

ლევან იზორია და გერმანიის შეიარაღებული ძალების უფროსი ავღანეთში ერთობლივ სწავლებას დაესწრნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი, გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, გენერალ ვოლკერ ვიკერთან ერთად ავღანეთში გერმანულ ბაზა “მარმალზე” ერთობლივ სამხედრო სწავლებას დაესწრნენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საჩვენებელი სწავლება სპეციალურად ქართველი სტუმრებისთვის მოეწყო. ”სწავლება, რომელიც ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით პირველად განხორციელდა, ბაზა “მარმალის” საწვრთნელ პოლიგონზე გაიმართა და მასში ქართველი, გერმანელი და ლიტველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. სწავლებაში ჩართული იყო ...

Read More »

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. ქართველ სამხედროებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი ალექსევკის აეროპორტში დახვდნენ. თავდაცვის მინისტრმა და ამერიკის ელჩმა სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება მიულოცეს და სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. სამშობლოში დაბრუნებულ ...

Read More »