ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

თავდაცვა

უკრაინის ელჩმა ლევან იზორია უკრაინის „დამოუკიდებლობის დღის“ სამახსოვრო მედლით დააჯილდოვა

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა უკრაინის „დამოუკიდებლობის დღის“ სამახსოვრო მედლით დააჯილდოვა. ღონისძიებას უკრაინის თავდაცვის ატაშე გენერალ-მაიორი იგორ ოსტაპენკო და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრნენ. წელს 24 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. აღლუმში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა მიიღეს. მაშინ თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში ვიზიტი ატენის ხეობაში მიმდინარე ...

Read More »

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე სამახედრო დაშავდა – თავდაცვის სამინისტროს განცხადება

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე 33 წლის ვალერი ჭანტურიძე დაშავდა. ჯარისკაცს კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა. “სიმონეთის სასროლეთზე სასწავლო სროლების მიმდინარეობისას, მსხილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის, საცეცხლე მხარდაჭერის ოცეულის სამხედრო მოსამსახურე ვ.ჭ, რომელიც სამიზნე სროლებს ახორციელებდა, უეცარი გასროლის შედეგად დაუზიანდა მარცხენა ხელის მტევანი, რის გამოც გადაყვანილი იქნა ქ. ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ჩუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, მარცხენა ...

Read More »

ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსი დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას J-4 ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ზვიად შანავა, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრნენ. მსმენელებს კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატები, ფინელ და ნორვეგიელ ინსტრუქტორებს კი, მადლობის სიგელები გადაეცათ. ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსი ფინელი და ნორვეგიელი ინსტრუქტორების ...

Read More »

ანდრეას გლოდე უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) გერმანელ მრჩეველთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ლელა ჩიქოვანმა ანდრეას გლოდე თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და საქართველოში მნიშვნელოვანი და წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ანდრეას გლოდე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში მრჩევლად ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. მას მრჩევლის პოზიციაზე ასევე გერმანელი, კონრად ვუდტკე შეცვლის, რომელიც დღეს დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ...

Read More »

რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად გადაიბარა

სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე – ქაბულში გაიმართა. რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა, როტაციის წესით, I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეული ჩაანაცვლა. უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ქართულ კონტინგენტს სიტყვით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა სამხედრო ...

Read More »

თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოში გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რაც რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებასა და შენარჩუნებას უწყობს ხელს. საუბარი შეეხო ერთობლივ სწავლებებსა და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრებმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობა ...

Read More »

შეხვედრა ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვიტაუტას უმბრასას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ლიტვისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლიტველ კოლეგას საქართველოს პოლიტიკური და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლელა ...

Read More »