ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

თავდაცვა

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისთვის არ შეიცვლება

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისთვის არ შეიცვლება და და 37 000-მდე დარჩება. აღნიშნულ საკითხზე უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, სადაც მომხსენებლები თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იყვნენ. “გადაწყდა, რომ შეიარაღებული ძალების რაოდენობა დარჩეს ის, რაც იყო, ანუ არა უმეტეს 37 000-სა. ეს არის ის რაოდენობა, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი შეთანხმება. რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში ...

Read More »

გიორგი მარგველაშვილი – ამიერიდან ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერების საქმეში, ქალი და კაცი ერთად იდგება სამშობლოს სადარაჯოზე

ამიერიდან ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში, ქალი და კაცი ერთად იდგება სამშობლოს სადარაჯოზე, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში განაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიცეუმის ისტორიაში წელს პირველად გოგონებიც მიიღეს. ”მთელ საქართველოს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, სწავლის დაწყების დღესასწაული. განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებს და პირველკურსელებს, რომლებიც ახალ ფურცელს შლიან თავიანთ ცხოვრებაში. მინდა, რომ ეს ...

Read More »

გიორგი მარგველაშვილი : მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო სწავლების AGILE SPIRIT – 2016 დახურვის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტმა და სწავლებაზე მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას. მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო სწავლების AGILE SPIRIT – 2016 დახურვის საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე სწავლებაში მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფებმა საჩვენებელი წვრთნები გამართეს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა ...

Read More »

„ქართული ოცნება“ თავდაცვის სამინისტროს რეფორმირებას გეგმავს

„ქართული ოცნება“ თავდაცვის სამინისტროში რეფორმების გატარებას გეგმავს. ამის შესახებ მმართველი გუნდი საკუთარ საარჩევნო პროგრამაში საუბრობს. ერთ-ერთი რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია გენერალურ შტაბსა და სამინისტროს შორის კომპეტენციების გამიჯვნა.  მმართველი გუნდი აპირებს სამინისტროს ხარჯების ოპტიმიზაციასაც. „საბოლოოდ გაიმიჯნება კომპეტენციები გენერალურ შტაბსა და სამინისტროს შორის. განხორციელდება თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის მართვის, კონტროლისა და უწყებრივი კონსულტაციების სისტემის შემდგომი ინტეგრაცია, დახვეწა და ოპტიმიზაცია; განხორციელდება არსებული რესურსების ...

Read More »

დავით უსუფაშვილი: საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზა უნდა განთავსდეს

პარლამენტოს თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზა უნდა განთავსდეს. გადაცემა “არჩევანში” დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. “მანამ, სანამ საქართველოს ნატო-ს წევრობა რეალური გახდება, საქართველომ უნდა იზრუნოს ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის განთავსებისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და დაცვისთვის აუცილებელი ამოცანა”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

Read More »

ახალი ამერიკული საბრძოლო სისტემები პირველად საქართველოშია

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის, რასაც სამხედრო ექსპერტები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ. ანალიტიკოს სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძის თქმით, ნებისმიერი დიდი თუ პატარა მასშტაბის ქართულ-ამერიკული წვრთნები დადებითად აისახება შეიარაღებული ძალების მზადყოფნაზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “ფპშდუ თზშკშე 2016” ორფოლოს სასროლეთზე უკვე დაიწყო. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და აშშ-ის ...

Read More »

გიორგი მარგველაშვილი სამხედროებს – თქვენი ცოდნით და პროფესიონალიზმით უნდა მიაღწიოთ მთავარს – ეს არის სისხლისღვრის და ბრძოლის გარეშე ომების მოგება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკერებს აკადემიის დასრულება მიულოცა და ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პრეზიდენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და კურსდამთავრებულებს მიმართა. „ყოველთვის, როდესაც აქ თქვენთან ერთად ვარ, განსაკუთრებულად მიხარია და ვღელავ, რადგან ვიმყოფები ჩვენი ქვეყნის სიამაყის, თავდაცვისუნარიანობის, ჩვენი არმიის ...

Read More »