ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

სამართალი

შორენა თეთრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. მას დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკითხავენ. თეთრუაშვილმა მედიასთან კომეტარი არ გააკეთა. დღევანდელ სხდომაზე სულ 10 მოწმე დაიკითხება.

Read More »

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა

უწყების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა. „სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 22:25 საათზე, ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ზ.ლ. ავტომანქანით ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რის შედეგადაც ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და გვერდულზე ქვეითად მიმავალ ზ.ჭ.-ს შეეჯახა. ზ.ლ.-მ განსაცდელში მყოფი ზ.ჭ. დაუხმარებლად მიატოვა და შემთხვევის ...

Read More »

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ზ.ბ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,1921 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. „ბიო“, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 68 აბი და ნატეხები ამოიღეს. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს ...

Read More »

ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ, 12:00 საათზე იმსჯელებს. ბრალდების მხარე აბესაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. მას 3 ათასი დოლარის აღებას ედავებიან. საქმის მასალების მიხედვით, მიმდინარე წლის მაისში დედაქალაქის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან საჭირო ნებართვების ...

Read More »

სამარშრუტო ტაქსი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდა, სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. თვითმხილლველების თქმით, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრით შორს გადავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

Read More »

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველო თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ბრალდებით, 1955 წელს დაბადებული გ.კ. თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.კ.-მ მოქალაქეს „აკმ“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 60 საბრძოლო ვაზნა 1500 აშშ დოლარად მიჰყიდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, ხოლო მოქალაქის ...

Read More »

ოთარ აბესაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ – ირმა ჭკადუა

ოთარ აბესაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ, ინფორმაციას ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატი ავრცელებს. ასევე ადვოკაცი ირმა ჭკადუას განცხადებით ის აბესაძეს დღეს მოინახულებს. “ოთარ აბესაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. უახლოესი ერთი საათის განმავლობაში შევალ წინასწარი დაკავების იზოლატორში და ზუსტი დეტალები ამის შემდეგ მეცოდინება” – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

Read More »