ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

სამართალი

“დესტაბილიზაციის მუხლით დაწყებული გამოძიება შესაძლოა, ბრალდებულების დაკავებით დასრულდეს”

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ, პირველ კომენტარს აკეთებს. თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ საქმეებზე გამოძიება დაკავებებით დასრულდეს. “დესტაბილიზაციას რაც შეეხება, ამგვარი საფრთხე იმიტომ არ არსებობს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები თავის სიმაღლეზე არიან, მაგრამ მცდელობები არსებობს სხვადასხვა მხრიდან. გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე საქმეზე, ზოგი საბოტაჟის, ზოგი გადატრიალების მუხლით. ვიდრე გამოძიება დასრულდება (შეიძლება, მათ შორის ბრალდებულების დაკავებითაც დასრულდეს), მშვიდობიან ...

Read More »

ედუარდ შევარდნაძის დაცვის ყოფილი წევრი მოკლეს

აშშ-ის ქალაქ, ლას-ვეგასში მოკლული მამაკაცი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურე, 41 წლის ალექსანდრე ხუციშვილია. ამის შესახებ ხუციშვილის ნაცნობებსა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, “ასოშეიტედ პრესი” იუწყება. პოლიციამ დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, 34 წლის პედრო გარსია, რომელიც 28 სექტემბერს წარდგა მოსამართლის წინაშე. თვითმხილველთა ცნობით, ხუციშვილისა და გარსიას კონფლიქტი “სტარბაქსის” კაფეში მოხდა მას შემდეგ, რაც გარსიას საკრედიტო ბარათმა არ იმუშავა და პერსონალმა მას ...

Read More »

ირინა იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მუშაობას ასრულებს

ირინა იმერლიშვილი უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მუშაობას ასრულებს. პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილი იმერლიშვილი 2 ოქტომბერს ფიცს დებს. ამ დღეს მას უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე უფლებამოსილება შეუწყდება. როგორც იმერლიშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ის ჩართული იქნება რომის პაპის ვიზიტის პროცესში, რომლის მასპინძელიც პრეზიდენტია, ხოლო უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას 2 ოქტომბერს დატოვებს. მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად, უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივნის უფლებამოსილების შესრულება ...

Read More »

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევა ერთი თვის ვადაში უნდა განხორციელდეს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ამოწურვიდან მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ირჩევს ახალ თავმჯდომარეს, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ ჟურნალისტებს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურების განმარტებისას განუცხადა. მისივე განმარტებით, თავმჯდომარის არჩევას ხუთი ხმა სჭირდება, იმ შემთხვევაში კი, თუკი ხმები თანაბრად გადანაწილდება, თავმჯდომარის მოვალეობას პლენუმის მეცხრე წევრის არჩევამდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს. „თავმჯდომარეობის ...

Read More »

საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ახვლედიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მამუკა ახვლედიანის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიცის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. ”მხარეებს შორის დავის საგანს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომლის თანახმადაც მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოსარჩელის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი ...

Read More »

ვასილ ლელუაშვილი – ჩემთვის რაიმე დავალება არავის მოუცია და ასევე არ არსებობს კაცი, ვისაც დავალება მივეცი

საარჩევნოდ მაბრალებენ და იძულებული ვარ მონაწილეობა მივიღო ამაში, – ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ვასილ ლელუაშვილმა 2011 წლის 26 მაისის საქმეზე წაყენებულ ბრალზე საუბრისას განაცხადა. როგორც ლელუაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის მისთვის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. “საარჩევნოდ მაბრალებენ და იძულებული ვარ მონაწილეობა მივიღო ამაში. ჩემთვის რაიმე დავალება არავის მოუცია და ასევე არ არსებობს კაცი ვისაც დავალება მივეცი, ...

Read More »

კახა კახიშვილი – ფარულ ჩანაწერში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ აუცილებელია ექსპერტიზის პასუხს დაველოდოთ

ზოგადად გუშინ გავრცელებულ საუბარში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ აუცილებელია ექსპერტიზის პასუხს დაველოდოთ, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადად, ასეთი ტიპის საქმეებზე პირველი რაც კეთდება არის ის, რომ ინიშნება ფონოსკოპიური ექსპერტიზა მონტაჟის კვალთან და ავთენტურობასთან დაკავშირებით. ,,რამდენადაც მე ვიცი, გამოძიებამ ეს ექსპერიზები დანიშნა. შესაბამისად, ...

Read More »