ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

სამართალი

უზენაესი სასამართლო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ წევრს აირჩევს

უზენაესი სასამართლო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს აირჩევს. კანდიდატურებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი 12:00 საათზე განიხილავს. დღის წესრიგის თანახმად, პლენუმის სხდომაზე მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევაა გათვალისწინებული. სხდომა მედიისთვის დახურული იქნება. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს – გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას – უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება. ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ...

Read More »

გიორგი მღებრიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან საარჩევნო გარემოზე ისაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ალექსანდრე კელჩევსკის შეხვდა.შეხვედრაზე შს მინისტრმა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სამინისტროს მზაობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. შს მინისტრმა ეუთო-ს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ...

Read More »

IDFI საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დღეს საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს და ჩართულობის მხრივ ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე კანონპროექტების ინიციატორ სახელმწიფო უწყებებს დააჯილდოებს. IDFI-ის ცნობით, პირველი წლიური ანგარიშის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ეფექტური დიალოგი კერძო და საჯარო სექტორებს შორის განვითარების საწყის ეტაპზეა და ხარისხობრივ გაუმჯობესებას საჭიროებს. პირველი წლის კვლევის რამდენიმე ძირითადი მიგნება ...

Read More »

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატმა საოლქო პროკურატურას მიმართა

სამტრედიაში, სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მიმართა. თევზაძის უფლებადამცველი გამოძიებას ყველა იმ პირით დაინტერესებისკენ მოუწოდებს, რომლებმაც უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვიეს და თევზაძეს მკვლელი უწოდეს. ტუკვაძის თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, თევზაძის ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება, რის გამოც მისი ერთადერთი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლედი ...

Read More »

„პრაიმტაიმი“: სკანდალური ჩვენება – სოსო ჯოხაძის მკვლელობაზე გივი თარგამაძეს დაკითხავენ?!

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე შესაძლოა, გამოძიებამ სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეზე დაკითხოს. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი” ავრცელებს. გამოცემისთვის ცნობილი გახდა თარგამაძის ჩვენება, რომელიც მან „კანონიერი ქურდის” დავით გერლიანის საქმეზე მისცა. სწორედ ამ ჩვენებაში საუბრობს ის ძმებ ჯოხაძეებზე და, ასევე, ახსენებს სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს (ბადუკა). ეს ჩვენება გამოძიებას გივი თარგამაძემ ივნისში მისცა, 2 სექტემბერს კი ვაკეში, ...

Read More »

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე – ახალაიას მოადგილისგან ცრუ მოწმეების მოძიების დავალება მივიღე

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომელზეც ბრალი კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას და კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გია დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერას“ აქვთ წარდგენილი, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი მერებაშვილი, მეტსახელად „ნაცი“ დაიკითხა. როგორც მოწმემ აღნიშნა, ის უშუალოდ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობდა და ნავთლუღის ავტოსადგურთან ახლოს იმყოფებოდა. მოწმის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ის მას შემდეგ მივიდა, რაც სროლების ხმა გაიგო. როგორც გიორგი მერებაშვილმა სასამართლოში დაკითხვისას აღნიშნა, ...

Read More »

არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ. როგორც გიორგი მღებრიშვილმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა ოქტომბრის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. გიორგი მღებრიშვილის თქმით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შსს-ს და ცესკოს კოორდინირებულ საქმიანობას მოითხოვს, როდესაც ...

Read More »