ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: იანვარი 2, 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს სიურპრიზი – აქცია დღესასწაულის დღეებში გაგრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალი წლის ღამეს თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში მოქალაქეებს სიურპრიზი მოუმზადეს. პატრულ-ინსპექტორებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 500-ზე მეტ მძღოლს, შს სამინისტროს სახელით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგოთი გაფორმებული საახალწლო ნობათი, მისალოცი ბარათი, ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. საპატრულო პოლიციის საახალწლო საჩუქრების აქცია დღესასწაულის დღეებში გაგრძელდება.

Read More »

სასწრაფოდ! უბედური შემთხვევა კახეთში – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში – სოფელ რუისპირში „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ჯერ მსუბუქ ავტომობილს, ხოლო შემდეგ კი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც მრავლობითი მოტეხილობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ...

Read More »

სამწუხაროდ ლარი ახალ წელს ვერ გვილოცავს – ლარის კურსი დღეს

საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიხედვით ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6468 ლარი იქნება. 28-29 დეკემბერს მოქმედი კურსით ლარი 2.6441 ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0,0094-ით გაუფასურდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.7940 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.7821 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0119- ით გაუფასურდა.

Read More »

თამბაქოს ფასმა მოიმატა! – მთავრობის მიერ დაანონსებული სიახლე ძალაში შევიდა

გუშინ, პირველი იანვრიდან 60 თეთრით გაიზარდა აქციზის გადასახადი თამბაქოზეც. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ პირველ იანვრამდე, მთავრობამ აქციზის საფასურის გაზრდა დააანონსა, თამბაქო სავაჭრო ჯიხურებსა და მარკეტებში უკვე მომატებული ფასით იყიდებოდა. ოფიციალური მატება სიგარეტზე უკვე დაეტყო სუპერ მარკეტებს.

Read More »

ბენზინი, დიზელი და გაზი ძვირდება – რა ფასები დაედება ნავთობპროდუქტებს?!

პირველი იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. ამ დროისათვის ცვლილება არ ასახულა სამომხმარებლო ბაზარზე, თუმცა ბენზინგასამართ სადგურებზე ფასების მატებას საახალწლო დღეების შემეგ ვარაუდობენ. აქციზის ფასები ბენზინის შემთხვევაში, ერთ ტონაზე 250-დან 500 ლარამდე მოიმატებს, დიზელზე 150-დან 400 ლარამდე, ხოლო გაზზე – 80-დან 200 მდე.

Read More »

ჩემი წამოსვლიდან 30 წუთში მომხდა ტერაქტი – რას ყვება თამო ვარშალომიძე თურქეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით

“აქამდე არ მინდოდა დამეწერა პოსტი ჩემი ახლობლების გამო და ბებოს გამო, რომ არ შეშინებოდათ. კი დავწერე მაგრამ წავშალე! 31-ში კლუბ reinashi წავედით შევხვდით ახალ წელს და ჩემი დაქალი ცუდათ გახდა წამოვედით სასტუმროდი იქ გადავინაცვლეთ ბარში. და ატყდა ზარები, რომ როგორ ვიყავით. ზუსტად რა დროსაც წამოვსულვართ 30წუთის მერე მომხდაარა ტერაქტი. ჩემმა მეგობარმა მკითხა სანამ წავიდოდი არ გეშინიაო, რომ მიდიხარო და თავდაჯერებულად მივუგე ...

Read More »

GNN.GE – გილოცავთ ბედობას!

“სიხარული, სიყვარული, დაგებედოთ დღეს, გეფერებით და გილოცავთ, ამ ბედობის დღეს!” ბედობის ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში საუკუნეებს ითვლის, ოდითგანვე და დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბედობას და ცდილობს კარგ ხასიათზე იყოს, დადებითი ემოციებით დაიმუხტოს, რადგან როგორც ამბობენ როგორი “ბედობა” დღე გექნება დაახლოებით მსგავსად ჩაივლის წელიწადიც–ო… გისურვებთ მხიარულ, საინტერესო, სიყვარულითა და სითბოთი გაჯერებულ, ტკბილ ბედობას.. საინფორმაციო სააგენტო Georgian National News (GNN.GE) ...

Read More »