ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: იანვარი 3, 2017

უპრეცედენტო შემთხვევა გადაცემაში “ცოდნა ფულია” – მოთამაშემ თანხასთან ერთად მანქანაც მოიგო (ვიდეო)

ძალიან დაძაბული მომენტი “ცოდნა ფულიას” გადაცემის ისტორიაში. პირველად, ლუკა გვაზავა გარისკა და დათანხმდა დუტას მიერ შეთავაზებულ დამატებით თამაშს “ფარით ან ფარზე”.

Read More »

სასწრაფოდ! რუსთავში ხანძარს ქალბატონი ემსხვერპლა

რუსთავში ხანძარს 84 წლის ქალბატონი ემსხვერპლა. ცეცხლი გიორგი ლეონიძის ქუჩის #18 კორპუსის საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი საეკლესიო სანთლიდან განჩნდა. მეზობლების თქმით, მოხუცს ეძინა და კვამლისგან გაიგუდა, შემდგომ კი დამწვრობები მიიღო.  ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. წყარო: exclusivenews.ge

Read More »

რატომ უნდა მივცეთ ხმა ზაზა ფაჩულიას – ანუკი არეშიძე განცხადებას ავრცელებს

“მსოფლიოში არის 200 მილიონზე მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული კალათბურთელი. მათგან მხოლოდ საუკეთესო 450 თამაშობს NBA-ში, საიდანაც თეთრკანიანი 100 კაცია და ევროპელი მხოლოდ 47. ჩემთვის წარმოუდგენელია, რამხელა ნებისყოფა და შრომაა საჭირო, რომ 90-იანი წლების საქართველოდან, უშუქობაში და სიცივეში ნავარჯიშები, ამხელა კონკურენციის პირობებში, მოხვდე 200 მილიონიდან რჩეულ 450 კაცში, გაატარო აქ 13 სეზონი, კარიერის ბოლოს ჩაირიცხო NBA-ს საუკეთესო გუნდში და რეგულარულად გამოდიოდე მის ...

Read More »

კიდევ ერთი ძარცვა – საქართველოს ბანკის ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში ბახტრიონის ქუჩაზე საქართველოს ბანკის ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს. ადგილზე მობილიზებული საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით ეჭვმიტანილი დაკავებულია და 30 წლამდე მამაკაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), მუხლით დაიწყო.

Read More »

პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გადაიდო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დროებით გადაიდო. საპატრიარქოს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება თავის დაზღვევის მიზნით იქნა მიღებული, რომ პატრიარქი რომელსაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ქონდა აღნიშნული ღონისძიებების გამო არ გადაიღალოს. გაუქმებულია ყველა ღონისძიება, მათ შორის ოპერაში დაგეგმილი კონცერტი და საპატრიარქოში მიღება. საიუბილეო კონცერტისა და მიღებების გამართვა, სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის დაიგეგმება. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, პატრიარქის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ის 7 იანვარს ...

Read More »

ტყის ხანძარმა 100-ზე მეტი სახლი გაანადგურა

ჩილეს საპორტო ქალაქ ვალპარაისოში ტყის ხანძარმა 100-ზე მეტი სახლი გაანადგურა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 19 ადამიანი დაშავდა, 400-ზე მეტი კი თავშესაფრის გარეშე დარჩა. ხანძრის ჩასაქრობად ათობით ბრიგადა და სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. სიტუაციას ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა კიდევ უფრო ართულებს. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით რეგიონში საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა. ვალპარაისო, სადაც დაახლოებით მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ჩილეს რიგით მეორე უდიდესი ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალ 4 იანვარს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6478 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6468 ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0. 0010-ით გაუფასურდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.7553 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.7940 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0387- ით გამყარდა. ლარის კურსი 1 ბრიტანულ ...

Read More »