ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: სექტემბერი 7, 2017

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი ერთი კი დაშავდა

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 167-ე კილომეტრზე ერთმანეთს ორი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

Read More »

დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 8 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ისნის რაიონი გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბერი გაბრიელ სალოსის შესახვევის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის, სამგორის V ჩიხის, გეთიას, ბოგდან ხმელნიცკის, ჯანელიძის და  ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე ...

Read More »

ამინდის პროგნოზი – მოსალოდნელია ამინდის ცვლილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსის დოდო გვაზავას განცხადებით საქართველოში ძლიერი ქარი დღეს საღამოს შესუსტდება. ხვალიდან კვლავ უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 9-10 სექტემბერს კი მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. ძლიერმა ქარმა რუსთავში მცირე პრობლემა შექმნა. როგორც მერიაში აცხადებენ, ქარმა რამდენიმე სახურავი დააზიანა, ასევე ორ ადგილას, რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩებზე ხე მოგლიჯა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ...

Read More »

ლარის კურსი დღეს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება  2.4630 იქნება.  მაშინ, როდესაც დღეს ერთი დოლარის ფასი 2.4802 ლარი იყო. ერთი ევროს ღირებულება კი, 2.9536 ლარი იქნება. მისი ფასი აქამდე 2.9579 ლარი იყო.

Read More »

თავდაცვის მინისტრის პირველი კომენტარი ავღანეთში დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ავღანეთში დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. „გუშინ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ბაგრამის სამხედრო ბაზის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, გვყავს სამი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილი. ერთი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ჩაუტარდა ოპერაცია, დღესაც იგეგმება მორიგი ოპერაციის ჩატარება. აუცილებლობის შემთხვევაში, ...

Read More »

კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონია გაიმართა. ფიცის მიღების შემდეგ, სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სასწავლო ბატალიონის საბაკალავრო კურსის 84 და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის 6 მსმენელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცეს. მათ ახალგაზრდებს წარმატებები, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება უსურვეს და რთულ, გამოწვევებით სავსე ეპოქაში ყურადღება განათლებული ოფიცრის როლზე გაამახვილეს. ...

Read More »

ინფორმაცია დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაშავებული ქართველი სამხედროების – სერჟანტის გიორგი წიქარიშვილისა და პირველი კლასის რიგითის ირაკლი კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობის შემდგომი ეტაპის გასავლელად მათი გერმანიაში გადაყვანა იგეგმება. უფროსი ლეიტენანტის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა ექიმების განცხადებით, მკურნალობის პროცესში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ...

Read More »