ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: სექტემბერი 21, 2017

დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

კომპანია თელასის ცნობით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 22 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: სამგორის რაიონი გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. მთაწმინდის რაიონი გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 9 აპრილის ბაღის, თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ...

Read More »

SOS! 25 წლის გოგო, რომელიც საკეისრო კვეთის შემდეგ სასუნთქ აპარატზეა საზოგადოების დახმარება სჭირდება

ახალგაზრდა გოგო, თიკო ბერეჟიანი საკეისრო კვეთის შემდეგ 25 დღეა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. მას ტყუპი გოგონები შეეძინა, რომელიც თვალით არ უნახავს. ახალგაზრდა გოგოს გადარჩენა ძვირადღირებულ წამალს შეუძლია, რომელიც 1420€ ღირს. ყოველი წუთი მნიშვნელოვანია ნუ დაკარგავთ დროს დაეხმარეთ თიკოს! საბანკო მომსახურება: საქართველოს ბანკი პირადი ნომერი: 26001016391 მიმღები: ვერა ბერეჟიანი

Read More »

კახა კალაძე, პარტიული სიის პირველ ათეულს წარადგენს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე თბილისის საკრებულოს არჩევნებზე, პარტიული სიის პირველ ათეულს წარადგენს. რონისძიება დღეს, 17:00 საათზე, კახა კალაძის მხარდამჭერთა კლუბში, ვარდების მოედნზე, რუსთაველის N37-ში გაიმართება.

Read More »

სამებაში ყოველ ხუთშაბათს საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის ლოცვა ჩატარდება – ილია მეორე

ყოველ ხუთშაბათს, 12:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის ლოცვა ჩატარდება – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. ”მე ვფიქრობ, ჩვენი გადარჩენა ჩვენს მთლიანობაშია. ჩვენ უნდა გავმთლიანდეთ, გავერთიანდეთ. ასეთი დღე უნდა იყოს გამოყოფილი. მე ვფიქრობ, რომ ეს დღევანდელი დღეა – ხუთშაბათი. ხუთშაბათს, ჩვენ შევხდეთ ერთმანეთს, მაგალითად, მრევლი სამების ტაძარში, ეზოში ...

Read More »

სასწრაფოდ! ამ წუთებში თერჯოლაში ხანძარია

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეს ტყეში ხანძარის ებრძვიან, ადგილზე მობილიზებულია ოთხი სახანძრო ბრიგადა. ჩენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარ ტყეს უკიდია. ჩვენი გუნდი მუშაობს თემაზე და უახლოეს დროში შემოგთავაზებთ მასალას ვრცლად.

Read More »

გაერო ჩართული უნდა იყოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მოგვარებაში – ლატვიის პრეზიდენტი

“ლატვია მიიჩნევს, რომ გაერო და ყველა სხვა რელევანტური რეგიონული აქტორი, ჩართული უნდა იყოს მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაში” – განაცხადა ვეიონისმა. მისივე განცხადებით, რუსეთის არაპროვოცირებული აგრესია მეზობლების მიმართ საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა და ამისთვის მოსკოვმა პასუხი უნდა აგოს. ლატვიის ლიდერმა თავის გამოსვლაში ყურადღება უკრაინაში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა. ვეიონისის განცხადებით, ლატვიისთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა ...

Read More »

კახეთში მევენახეების შემოსავლებმა 76,6 მილიონ ლარს მიაღწია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 სექტემბრის 10:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 65 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 28,5 ათასი ტონა რქაწითელი, 32 ათასი ტონა საფერავი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. დღეისთვის ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 100-მდე ღვინის კომპანია. სულ რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 200-მდე ღვინის კომპანია. დღე-ღამეში გადამუშავების მაჩვენებელი 5 ათას ტონას აღწევს, რაც ნიშნავს, ...

Read More »