ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: სექტემბერი 22, 2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე გადადგა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას, რომელსაც 1tv ავრცელებს, სამინისტროში ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, მაია ბითაძე მუშაობას “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბში გააგრძელებს. ის რამდენიმე საათის წინ, კალაძის საარჩევნო პროგრამის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციას ჯერ კიდევ მინისტრის მოადგილის რანგში ესწრებოდა. ბითაძე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე 2014 წლიდან იყო.

Read More »

რუსთავი2 ლესბოსელ და გეი წამყვანებს ეძებს – ახალი სკანდალი სატელევიზიო სივრცეში

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ტელევიზია ეძებს ლესბოსელი და გეი წამყვანებს. „მეგობრებო, სატელევიზიო მიზნებისთვის, მირჩიეთ LGBTQ ორგანიზაციები, რომლებიც აგვარჩევინებენ ხსენებული აბრევიატურიდან L და G წამყვანებს და ასევე კონსულტანტებს. წამყვანების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს ყველაფერს (გარეგნობა, მეტყველება, ტელეგენურობა ა.შ.), მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხოლოდ კვალიფიკაცია, გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა. წინასწარ გმადლობთ“ – წერს ნიკა გვარამია.

Read More »

“პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა ვენეციის კომისიიის მიერ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი უაღრესად დადებითად არის შეფასებული. „დასკვნაში არის აღნიშნული შემდეგი, ვციტირებ: საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნას საპარლამენტო სისტემად და არის დადებითი ნაბიჯი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით. საკონსტიტუციო რეფორმა ეფუძნება, დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ...

Read More »

ბორჯომში კვლავ ხანძარს ებრძვიან – ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება

წაღვერში ისევ ხანძარია, ადგილობრივების თქმით ცეცხლის სამ ფერდობზეა მოდებული. როგორც ვარაუდობენ ხანძრს გაჩენა მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ადგილზე უკვე მუშაობენ ბორჯომის და ხაშურის სახანძრო სამსახურები, ელოდებიან დამატებით ძალებსაც. ხანძარი სავარაუდოდ 3-4 ჰექტარზეა მოდებული, ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარიც.

Read More »

პრემიერის განცხადებით, ქართველები შინ დაბრუნებას გაეროს წევრი სახელმწიფოს უარის გამო ვერ ახერხებენ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს ასამბლეის 72-ე სესიაზე განაცხადა, რომ გაეროს წევრებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის, ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას. პრემიერის თქმით, გამოწვევებით, მიმდინარე და გაყინული კონფლიქტებით, სახელმწიფოთა და სხვათა მხრიდან აგრესიით აღსავსე დღევანდელ მსოფლიოში არც საქართველოა გამონაკლისი. და აქაც, საქართველოს მთავრობამ თავისი პოლიტიკის ცენტრში საკუთარი მოქალაქეები დააყენა. “2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის ...

Read More »

“საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” აღინიშნა

22 სექტემბერს “საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” აღინიშნება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, ველორბოლაში მიიღეს მონაწილეობა, რომელმაც სტარტი პეკინის ქუჩაზე აიღო. ველორბოლა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა. „საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წელს დადგინდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ იგი აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საერთაშორისო თარიღი მიზნად ისახავს ...

Read More »

ყველა განცხადება უსამართლოა, რომ კონსტიტუციაზე ძალადობა ხდება – ეკა ბესელია

ყველა განცხადება უსამართლოა, რომ კონსტიტუციაზე ძალადობა ხდება – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. “ძალიან გვაინტერესებს, როგორი იქნება ვენეციის კომისიის შეფასება, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ დასკვნა დადებითი უნდა იყოს, რადგან 23 რეკომენდაციის აბსოლუტური უმრავლესობა გაზიარებულია და რამდენიმე ტექნიკური საკითხი იყო, რომელიც მესამე მოსმენისას დაზუსტდება. კრიტიკიკულ დასკვნას არ ველოდები” – აღნიშნა ბესელიამ.

Read More »