ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: სექტემბერი 23, 2017

ერთდროულად ოთხი მიწისძვრა დაფიქსირდა – დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა

მექსიკის სამხრეთ ნაწილში ერთდროულად ოთხი მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC Spanish ავრცელებს. სეისმოლოგების ინფორმაციით, რიხტერის შკალის მიხედვით მიწისძვრის სიმძლავრე 4.1-დან 5.8-მდე მერყეობს. მიწისძვრის ეპიცენტრი პარედონის სანაპიროა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. 19 სექტემბერს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მომხდარ მიწისძვრას 240-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კვირის წინ კი სტიქიის შედეგად მექსიკაში 90 ადამიანი დაიღუპა.  

Read More »

ქეთევან წამებულის გამზირი დროებით გადაიკეტება – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ისანში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სანიაღვრე კოლექტორზემიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს 00:00 საათიდან 25 სექტემბრის 07:00 საათამდე, საავტომობილო გზა მეტრო „ისნიდან“ სამგორის ქუჩამდე გადაიკეტება  -ნფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. „შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება: საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტრო „ისანთან“ ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით დაიძვრება და კახეთის გზატკეცილის გავლით ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებითაცანალოგიური სქემა ...

Read More »

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ოთხი ვერტმფრენი მიიღებს მონაწილეობას

ხვალიდან ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ოთხი ვერტმფრენი მიიღებს მონაწილეობას – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრმა განუცხადა. მისივე თქმით,  დღეს სალიკვიდაციო სამუშაოში კიდევ ერთი ქართული ვერტმფრენი ჩაერთვება. 18:00 საათისთვის კი საქართველოში აზერბაიჯანისა და თურქეთის ავიაციაც ჩამოფრინდება, თუმცა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოში ვერტმფრენები ხვალ გამთენიისას ჩაერთვებიან. “დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დილიდან, ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, ...

Read More »

შსს ხობის მაჟორიტარი კანდიდაქის ცემის ფაქტს არ ადასტურებს

გავრცელბული ინფორმაციით გუშინ გვიან ღამით ხობში პარტია “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარ კანდიდატს ფიზიკურად დაუპირისპრდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიასა და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას ცემის ფაქტი არ დასტურედება.

Read More »

ხობში “ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში “ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მის მამას, ჯემალ ჭანტურიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv.ge ავრცელებს. დაზარალებულები ხობის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან, სადაც მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.

Read More »