ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: სექტემბერი 26, 2017

უკუღმა გაკრული პლაკატები ქუთაისში (ფოტო)

წინასაარჩევნო აგიტაციებთან ერთად დაიწყო პლაკატების გაკვრა სხვადასხვა რეგიონში. “ევროპული საქართველოს” საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, გია თევდორაძე სოაციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს სადაც ჩანს, რომ “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების ფოტო უკუღმაა გაკრული. “პლაკატიც ვერ “დაკიდენ” – წერს თევდორაძე.

Read More »

გერმანია დიდ ინტერესსა და მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ – ლადო ჭანტურია

“ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები ინტენსიური გახდა, გაღრმავდა. ამაზე მიუთითებს გერმანიასა და საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები” – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ განაცხადა. მისი თქმით, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრის თემა იქნება ორმხრივი ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია და სამომავლო ურთიერთობები, რომლებიც მრავალმხრივ ფორმატში მოიაზრება. “ბოლო წლების განმავლობაში ...

Read More »

ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების განახლებული მემორიალი გაიხსნა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაღუპული ქართველი მეომრების – I კლასის რიგითის ვასილ ყულჯანაშვილის და უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად განახლებული მემორიალი გაიხსნა. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ბექა ამბროლაძემ და ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ პატივი მიაგეს დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნას. ცერემონიალს ტაქტიკური დაჯგუფება „სპარტანის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სტივენ ფილიპსი, ასევე ჩეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. მემორიალის გახსნის შემდეგ ...

Read More »

დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 26 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება   სამგორის რაიონი გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, საავიაციო ქარხნის დასახლების, მოსკოვის გამზირის,  მოსკოვის გამზირის IV, V  კვარტლების, ჯავახეთის II შესახვევის და დიმიტროვის ქუჩის მაცხოვრებლებს.   კრწანისის რაიონი გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშინის, ...

Read More »

წყალტუბოში, ხანძრის შედეგად 88 წლის ქალი გარდაიცვალა

წყალტუბოში, ხანძრის შედეგად 88 წლის ქალი გარდაიცვალა. მეზობლების განცხადებით მან თავად წაუკიდა სახლს ცეცხლი. “არ ვიცოდით თუ პრობლემები ჰქონდა. არ საუბრობდა ჩვენთან მისი პრობლემების შესახებ არასოდეს. ყველაფრის მიუხედავად ვფიქრობთ, რომ ცეცხლი განძრახ გააჩინა და თავი დაიწვა” – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი GNN-თან საუბრისას. საგანგებო სიუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს ქალბატონი გარდაცვილი დახვდათ. უწყების ცნობით, ქრობის პროცესში 10 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.

Read More »

საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით,  სამი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი  „წითელი ხიდის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე  შემოიტანა დიდი ოდენობით ...

Read More »

ტექდათვალიერების ამოქმედება 2018 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება და არც ერთი დღით არ გადაიდება – გახარია

ტექდათვალიერების ამოქმედება 2018 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება და არც ერთი დღით არ გადაიდება – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარია. “ამ პროექტზე მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შვეიცარული კომპანია SGS, რომელმაც სამი ეტაპიდან ორი უკვე დაასრულა და თუ არ ვცდები, მესამეს სექტემბრის ბოლოს დაასრულებს. დაახლოებით, ოქტომბრიდან დაიწყება სპეციალური კამპანია ტექდათვალიერების დროულად და ხარისხიანად ამოქმედებისთვის. ტექდათვალიერების ამოქმედება არ ნიშნავს, რომ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ერთდროულად, ერთ დღეს ...

Read More »