ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Monthly Archives: ოქტომბერი 2017

ხვალ, მოსალოდნელია ძლიერი ქარი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი.

Read More »

უკვე გზაში ვართ და მივდივართ! ფედერაცია ცისარტყელის ფერებში შეიღებება! – ლადო სადღობელაშვილი

“ქართველთა მარში”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ “ფედერაცია ცისარტყელას ფერებში შეიღებება”. GNN დაუკავშირდა ლადო სადღოიბელაშვილს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ უკვე გზაში არაინ და მიემართებიან ფეხბურთის ფედერაციის მიმართულებით. ისინი ფედერაციის წინ გააპროტესტებენ გურამ კაშიას ქმედებას. “ამ წუთებში მივემართებით ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან რათა ცისარტყელას ფერებში შევღებოთ ის” – აცხადებს სადღობელაშვილი.

Read More »

ვეძებთ აქტიურ ბავშვებს – ნანუკა ჟორჟოლიანი განცხადებას ავრცელებს

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გადაცემის სტუმრების ფარგლებში ვეძებთ აქტიურ ბავშვებს. 7 წლამდე. პატარებს, რომლებსაც აქვთ თავიანთი შეხედულება ყველა თემაზე და რაც მთავარია, არ ერიდებიან აზრის გამოხატვას. არ შერცხვებათ კამერების. მოგვწერეთ” – წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.

Read More »

ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის წევრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის (ბუნდესტაგის) წევრს დორის ბარნეტს შეხვდა, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში,  სტუდენტების შესარჩევად იმყოფება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და ეკონომიკურ განვითარებაში გერმანიის მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ბუნდესტაგის წევრმა კი ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს სახით გერმანიას რეგიონში ჰყავს ძალიან ...

Read More »

რუსთავში ხანძარი ლიკვიდირებულია

რუსთავში, გოგოლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით ადგილზე მობილიზებული იყო 4 ჯგუფი. ხანარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის უცნობია ცეცხლის ჩაჩენის მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.

Read More »

აზარტულ თამაშში მონაწილეობის ასაკობრივი ცენზი 21 წლამდე იზრდება

საქართველოს მოქალაქისთვის აზარტულ თამაშში მონაწილეობის ასაკობრივი ცენზი 21 წლამდე იზრდება. კანონპროექტში ცვლილებების განხორციელების ინიციატორი ფინანსთა სამინისტროა და ინიცირებული ვარიანტი პარლამენტში 20 ოქტომბერს შევიდა. „ინტერნეტით მომგებიანი თამაშობის გამართვის შემთხვევაში, ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ინფორმაცია 21 წლამდე საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ, ნებართვის ნომერი და ამ მუხლის ...

Read More »

სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის მხრიდან გამოჩენილი განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აზიური ფაროსანა არ წარმოადგენს საფრთხეს არც ადამიანის და არც ცხოველის/ფრინველის ჯანმრთელობისთვის. მავნებელს არ გადააქვს დაავადებები და ცხოველის/ფრინველის მიერ საკვებად მიღების შემთხვევაში არ არის მომწამვლელი. ცილებით მდიდარი მწერების – კალიის, ხოჭოს, პეპელას მსგავსად, ...

Read More »