ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: ოქტომბერი 7, 2017

რა არის საჭირო თბილისში უფასო პარკირების ნებართვის მოსაპოვებლად – პროგრამით 106 ელექტრომობილის მფლობელი სარგებლობს

დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა კიდევ 3 ელექტრომობილის მფლობელზე გასცა უფასო პარკირების ნებართვა. სამსახურის ცნობით, 9 თვის მონაცემებით, თბილისში ასეთი საბუთი ჯამში 106 სატრანსპორტო საშუალების მეპატრონეს აქვს. თბილისის მერია 4 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მქონე ელექტრომობილების მფლობელებზე უფასო პარკირების ნებართვებს მიმდინარე წლის იანვრიდან გასცემს. სურვილის შემთხვევაში, ელექტროძრავიანი ავტომობილების მესაკუთრემ განცხადებით ტრანსპორტის სამსახურს უნდა მიმართოს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების ...

Read More »

რუს ხალხს პუტინის გარდა სხვა პრეზიდენტი არ სურს – რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება

მართალია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჯერ ბოლომდე არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა, რუსეთის მოსახლეობის უმეტესობამ უკვე გადაწყვიტა, რომ პუტინის გარდა სხვა პრეზიდენტი არ სურს… შესაძლოა, მცირედ დათმობაზე წავიდნენ და ხმა იმას მისცენ, ვისაც პუტინი დაუჭერს ხმას… როგორც პუტინმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, კენჭისყრის შემთხვევაში ვინ იქნებიან მისი კონკურენტები – “ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, არა მარტო ...

Read More »

“საქართველოში მცხოვრებ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს წართმეული აქვთ საჯაროდ გამოხატვის თავისუფლება”

ნინო ბოლქვაძის მიმართვა “ქართულ ოცნებას” – არ გაქვთ მორალური უფლება, რომ ისაუბროთ ადამიანის უფლებებზე იმიტომ, რომ თქვენ ჩვენ გვანადგურებთ! “კონსტიტუცია ჩაგვრის ინსტრუმენტად აქციეთ და დაუპირისპირეთ საკუთარ მოსახლეობას!” “თქვენ ყველაფერი გააკეთეთ პოლიტიკური ჰომოფობიის მეშვეობით, ზიზღის ფრქვევით ძალიან მაღალი ტრიბუნიდან იმისთვის, რომ დაგეჩაგრათ საკუთარი მოსახლეობა. საქართველოში მცხოვრებ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს წართმეული აქვთ საჯაროდ გამოხატვის თავისუფლება, საჯაროდ შეკრების თავისუფლება. ქუჩაში ...

Read More »

ფრიდონ თოდუა გარდაიცვალა

აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ ფრიდონ თოდუა – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2004 წლიდან ფ. თოდუა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 2008 წელს არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. იყო მრავალი ასოციაციის, საზოგადოების, ფედერაციისა და სხვადასხვა საბჭოს წევრი. საინფორმაციო სააგენტო Georgian National News მწუხარებას გამოთქვამს ...

Read More »

მეც და მთლიანად ევროპული საქართველო მივესალმებით ამ და მსგავს განაჩენებს – გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ელისო კილაძე: “მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა ისტორიაში შევიდა არა იმიტომ რომ ჩემი შვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დააყენა,არამედ იმიტომ რომ ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში მაღალი სტანდარტი დააწესა -მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება პირის გამამტყუნებელი განაჩენის დასაყენებლად აღარ გამოდგება. განაჩენი დავით ხარშილაძის საქმეზე პრეცენდენტულია ანალოგიურ შემთხვევებში!” მივესალმები ამ განაჩენს, მაგრამ, აქვე წარმომიდგენია, ის რომ ევროპული საქართველოს რომელიმე წევრის ...

Read More »

შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან თანამზრახველ, 1973 წელს დაბადებულ ა.ღ.-სთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით ხაშურში მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული დ.მ. დააყაჩაღა. ბრალდებულებმა დაზარალებულისგან 400 აშშ დოლარის ოდენობის თანხა წაიღეს. დაკავებისას გ.ზ.-მ პოლიციას ...

Read More »

დმანისელებს ყურანზე აფიცებენ, რომ არჩევნებზე ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემენ

დმანისის მოსახლეობა კურიერს უყვება, როგორ აიძულებენ ქართული ოცნების კოორდინატორები ყურანზე დაფიცებას, რომ ხმას 21 ოქტომბერს ნამდვილად მმართველ პარტიას მისცემენ. ნაწილმა ფიცი წმინდა წიგნზე უკვე დადო, რომ ორ კვირაში 41-ს შემოხაზავს. მოსახლეობის თქმით, ფიცის დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერები ხალხს სოციალური დახმარების შეწყვეტით ემუქრებიან. ირგანჩაელები ამტკიცებენ, რომ ყურანზე ქართული ოცნების კოორდინატორებსაც დააფიცებინეს, რომ ხმას ნამდვილად მმართველ პარტიას მისცემენ. ადგილობრივების ...

Read More »