ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: ოქტომბერი 12, 2017

ეროვნული არქივი ლიკა ქავჟარაძის ამ დრომდე უცნობ ფოტოებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული არქივი ლიკა ქავჟარაძის ამ დრომდე უცნობ ფოტოებს აქვეყნებს. 11 ოქტომბერს, ქართველი მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობს 26 ოქტომბერს 58 წელი შეუსრულდებოდა. ლიკა ქავჟარაძე. 1970-იანი წლების ბოლო ლიკა ქავჟარაძე შვილთან ერთად. 1980 წელი ლიკა ქავჟარაძე შვილსა და მეუღლესთან ერთად. 1980 წელი  ლიკა ქავჟარაძე. 1988 წელი. იური მეჩითოვის ფოტო ლიკა ქავჟარაძე. 1992 წელი. იური მეჩითოვის ფოტო ლიკა ქავჟარაძე და ...

Read More »

შეხვედრა ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვიტაუტას უმბრასას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ლიტვისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლიტველ კოლეგას საქართველოს პოლიტიკური და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლელა ...

Read More »

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩეხეთში საქმიან შეხვედრებს მართავს

„საპარტნიორო ფონდის“ ოფიციალური დელეგაცია, აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, პრაღაში მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ხვდება. „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში, ბიზნესისა და ინვესტიციების განვითარების სააგენტოს „ჩეხინვესტის“ ხელმძღვანელს კარელ კუჩერას და სააგენტოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს თომაშ ვავრესკას შეხვდა. პრაღაში გამართულ შეხვედრას ჩეხეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლები და პოტენციური ინვესტორები ესწრებოდნენ. „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ ჩეხეთის ბიზნესისა და ინვესტიციების განვითარების სააგენტოს ფონდის საქმიანობისა და ...

Read More »

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის ერთი უვადო პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულია. აღნიშნულის შესახებ  განაცხადა. “სულ შეწყალებულია 226 მსჯავრდებული. მათგან 141 დღესვე დატოვებს საპატიმროს. ხოლო 85 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელი. შეწყალების კომისიამ სულ 1 604 პორის საქმე განიხილა. შეწყალების აქტი 13 მსჯავრდებულ ქალბატონს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეეხო. 13 ქალბატონიდან საპატიმროს დღეს 12 დატოვებს” – განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ ...

Read More »

“ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ” – თავდაცვისა და უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენციის პირველი პანელია

„ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“ – ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენციის პირველი პანელია. სესიას მოდერატორობა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმა გაუწია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი დასავლეთშია, სწორედ ამას ადასტურებს საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მაღალი დონის ვიზიტიც. ვარშავის სამიტის შემდეგ ნატოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, კი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნატოს გენერალური მდივნის ...

Read More »

თავდაცვის მინისტრის მოხსენება პანელზე – „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“

მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული ადეკვატური და დროული რეფორმები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი თემა იყო. ლევან იზორია სიტყვით ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პირველ პანელზე – „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“ გამოვიდა და თავდაცვის სამინისტროში გადადგმულ იმ ნაბიჯებზე გააკეთა აქცენტები, რაც შეკავების პოლიტიკისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვისაა საჭირო. ამ მხრივ მინისტრმა სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავებაზე, ტოტალური ...

Read More »

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა

ქალაქ ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია (GDSC) მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა, კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა. მინისტრის შემდეგ, მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართეს. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, ...

Read More »