ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: ოქტომბერი 19, 2017

ლარის კურსი დღეს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 20 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4863 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4844 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0019-ით გაუფასურდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9405 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9204 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0201-ით გაუფასურდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა ...

Read More »

45 წლის მამაკაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა – მიმდინარეობს გამოძიება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი ხის მოჭრას ცდილობდა რა დროსაც მას ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

Read More »

“აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი“ არ წარმოადგენენ ლეგიტიმურ სტრუქტურას – მიჰაელ გალერი

ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე მიჰაელ გალერი “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ ბრიუსელში მიწვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა შეუძლებელია ცალკეულ წევრებს კერძო პირების მოპატიჟება აეკრძალოთ, მაგრამ  მსგავს ქმედებებს არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს და შესაბამისად ევროპარლამენტის პოზიციაზე გავლენას არ ახდენს. “ჩემთვის ცნობილია  “აფხაზეთის კეთილი ნების ...

Read More »

თბილისელებმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა შემოხაზონ ციფრი 41 – ნუკრი ქანთარია

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე კომპეტენციით გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე მისი კონკურენტები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან. კალაძემ ზუსტად იცის, რას ამბობს, სად მიდის და რა უნდა გააკეთოს. თუ ამ ყველაფერს იმასაც დავუმატებ, რომ მას ახასიათებს შეუპოვრობა, მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და ქვეყნისადმი ერთგულება, რაც მისი ცხოვრების მანძილზე არაერთხელ გამოჩნდა. სწორედ ამ თვისებებიდან გამომდინარე ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ თბილისელებმა აუღელვებლად, ყოველგვარი ყოყმანის ...

Read More »

გორში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

გორში, კომბინატის დასახლებაში, შინდისის გზატკეცილზე, მოქალაქე საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხარეო, რაიონული სამმართველოების ხელმძღვანელები, დეტექტივები, ხელმძღვანელი პირები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ვინაობასთან დაკავშირებით, კომენტარს უწყების წარმომადგენლები არ აკეთებენ. შემთხვევის ადგილზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებიც იმყოფებიან და დამატებით დეტალებს არკვევენ. გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომელია. ჭრილობა გულმკერდის არეში აღენიშნება. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Read More »

ირაკლი კობახიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას პასუხობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას პასუხობს: „ჩვენ გვქონდა კონსულტაციები კახა კალაძესთან, როდესაც ის იყო ენერგეტიკის მინისტრი. მან გამოთქვა მზადყოფნა, მოსულიყო პარლამენტში, ნდობის ჯგუფის ფორმატში მოეხსენებინა დეპუტატებისთვის “გაზპრომთან” დაკავშირებული საკითხები. შედგა კომუნიკაცია უმცირესობასთან, მაგრამ მათ დიდი ენთუზიაზმი არ გამოხატეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, დახურული ფორმატი არ აწყობდათ, რადგან ეს ყველაფერი უნდოდათ შოუსთვის“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ...

Read More »

ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო სხდომის შემდეგ გაათავისუფლეს

მეუღლის ქამრით ცემაში ბრალდებულს მოსამართლემ განაჩენი 18 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოუტანა. გიორგი კეთილაძე მარიკა ჩიტაშვილმა დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად სამთვიანი პატიმრობა და 1–წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა. ბრალდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წინასწარი პატიმრობის სახით სამი თვე გაატარა, ამიტომ კეთილაძე სასამართლო სხდომის დასრულებისთანავე გათავისუფლდა. 1990 წელს დაბადებულ გიორგი კეთილაძეს, ბრალდების მხარე 126–ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას ედავებოდა. ...

Read More »