ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: ოქტომბერი 20, 2017

21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნებია – ქვეყანას 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი ეყოლება

21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციით, ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი. არჩევნებისათვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, ...

Read More »

რა იყო მიზეზი და რატომ მოხდა მარნეულში დაპირისპირება – ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მარნეულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით საქმე პიროვნულ ნიადაგზე აღმოცენებულ კონფლიქტთან გვაქვს: „მართლაც რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა „ქართული ოცნების“ ოფისში. მაგრამ მე არ ვიტყოდი, რომ ეს იყო რომელიმე ოპოზიციური, თუნდაც ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალის მიერ დაგეგმილი აქტი. ამას ვერცერთი ოპოზიციური ძალა ვერ გაბედავდა. მგონია, რომ საქმე გვაქვს პიროვნულ ნიადაგზე აღმოცენებულ კონფლიქტთან. ამ ეტაპზე ამ ...

Read More »

ეს ნაბიჯი პრეზიდენტ მარგველაშვილის ბიორგაფიაში იქნებოდა “შავი ლაქა” – ნუკრი ქანთარია

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული პოლიტიკური ბატალიები დასრულდა. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კონსტიტუციის პროექტს, რომელიც 2018 წელს შევა ძალაში. ოპოზიციური სპექტრი საკონსტიტუციო რეფორმით უკმაყოფილოა. რამდენად წაადგება პრეზიდენტ მარგველაშვილის პოლიტიკურ იმიჯს საკონსტიტუციო რეფორმის პერიოდში მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გამოკვეთილი პოლიტიკური სიმპათიები, ამას დრო აჩვენებს. დღეს ფაქტია, გუნდმა, რომელმაც მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე მოიყვანა, ის საბოლოოდ გარიყა და მასთან სამომავლო თანამშრომლობას წერტილი დაუსვა. საპარლამენტო უმრავლესობის ...

Read More »

ინტერაქტივი: გაყალბდება თუ არა ხვალინდელი არჩევნები?!

არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი დღ დარჩა. საზოგადოებაში აზრი კი ორად გაიყო. ნაწილი მიიჩვენს, რომ არჩევნები გაყალბდება, ნაწილი კი თვლის, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება. რას ფიქრობთ თქვენ? – დააფიქსირეთ თქვენი აზრი!

Read More »

ლარის კურსი დღეს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 21 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4864 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4863 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0001 -ით გაუფასურდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9344 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9405 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0061-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ ...

Read More »

კენჭისყრის დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი ამოქმედდება

კენჭისყრის დღეს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი ამოქმედდება – 40 10 10 – საარჩევნო სიებში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეები ცხელ ხაზზე დარეკვას და ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებენ. “საარჩევნო უბანზე საბუთებთან დაკავშირებით პრობლემის შექმნის შემთხვევაში, დაგვიკავშირდნენ და მიიღებენ კონსულტაციას” – აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ.

Read More »

საქართველო ეტაპობრივად უახლოვდება ევროკავშირს – საგარეო საქმეთა მინისტრი

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანების გზაზე პოლონეთის მხარდაჭერაზე საუბრობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს პოლონელ კოლეგას, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა, სადაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რაც მისი თქმით საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ...

Read More »