ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: ოქტომბერი 23, 2017

შსს-მ ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ა.ა. ნინოწმინდის რაიონის სოფელ კონდურაში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ ნინოწმინდაში, ერთ-ერთი ლომბარდიდან მობილური ტელეფონი მოიპარა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნაქურდალი ტელეფონი, ხოლო  სახლის ეზოდან – არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ბრალდებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი ...

Read More »

ოთარ აბესაძის ჰოსპიტალიზაცია ექიმების დასკვნაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს – ირმა ჭკადუა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს ოთარ აბესაძეს დღეს სავარაუდოდ, კლინიკაში გადაიყვანენ. ადვოკატ ირმა ჭკადუას განმარტებით, ოთარ აბესაძის ჰოსპიტალიზაცია ექიმების დასკვნაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს, რომელიც დღეს გასაჯაროვდება. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი აბესაძე 12 ივლისს დააკავა. გამოძიების თანახმად, ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის ...

Read More »

ტაბახმელაში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ტაბახმელაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ამ დროისათვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Read More »

საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას“ მიკროავტობუსი ავტოავარიაში მოყვა

საჩხერის საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” მიკროავტობუსი საჩხერეში ავტოავარიაში მოყვა, ინფორმაციას ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. გუნდის ხელმძღვანელების განცხადებით, სერიოზიული დაზიანება ფეხბურთელებს არ მიუღიათ. ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი გუნდის კაპიტანს შოთა კაშიას, რომელსაც თბილისში ოპერაცია უტარდება. ბათუმში ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩი ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი “დინამო” და “ჩიხურა” დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმართა გამრჯვებით 2-1 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საჩხერული კლუბი თბილისში ბრუნდებოდა.

Read More »