ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: ნოემბერი 18, 2017

ქართული ანბანის ძეგლი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას საქართველოს მუზეუმის შუა საუკუნეების საგანძურის გამოფენაზე წარმოდგენილი მე-6 საუკუნის სტელის ფრაგმენტი, რომელიც სოფელი დავათის მახლობლად (დუშეთის რაიონი) 1980 წელს აღმოაჩინეს, გარდა მაღალი მხატვრული ღირებულებისა, რამდენიმე მიზეზის გამოა განსაკუთრებული ყურადღების ღირსი. თავისთავად, სტელების, ანუ ქვაჯვარების აღმართვა გაქრისტიანების შემდეგ დაიწყო საქართველოში. ისინი, ძირითადად, ქართლში იყო გავრცელებული და, როგორც წესი, ძველი, წარმართული კერპების ადგილას აღიმართებოდა ხოლმე. სავარაუდოდ, ამ ...

Read More »

„განათლების მთელი სამინისტრო გასაცხრილია, ყველგან ყალბია სწავლა და ყველაფერი მოსაწესრიგებელია“

„რესპუბლიკური“ პარტიის წევრი, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი განათლების სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებს აფასებს და ამბობს, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრის პოსტიდან გადაყენება არათუ დროული, არამედ დაგვიანებულიც კი იყო. დადებითად აფასებს ახალი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის კანდიდატურას და აცხადებს, რომ მას არაჩვეულებრივი “ბექგრაუნდი” აქვს და ახლა მთავარი ისაა თუ რამდენად გამოიჩენს იგი პრინციპულობასა და სითამამეს ხისტი რეფორმების გასატარებლად. იმ ფაქტს, რომ ...

Read More »

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე “Start in Georgia“-ს გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება – ასეთ საგამოფენო სივრცეში დამწყებ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ეძლევათ, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ, თუ რა ხდება სექტორში და რა გამოწვევებია“ – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა „ექსპო ჯორჯიაში“ გამოფენა “Start in Georgia“-ს გახსნის ცერემონიაზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. გამოფენა „ქართული სტარტაპების ასოციაციისა“ და Start–Business Solutions-ის ორგანიზებით ტარდება და მასში სხვადასხვა ფონდები, პროგრამების ...

Read More »

„ევროლიგის“ მერვე ტური „ბარსელონას“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა

საკალათბურთო ევროლიგის გათამაშებაში, მერვე ტური დასრულდა. დასკვნით შეხვედრაში, „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე, „ვალენსიას“ უმასპინძლა და 18 ქულის სხვაობით დაამარცხა. თამაში, თავიდანვე „ბარსას“ უპირატესობით დაიწყო. კატალონელებმა, მეტოქეს ახლო მანძილზე მიახლოვების შანსი არ მისცეს და ბოლო წუთები, სრული ფორმალობა გამოდგა. გამარჯვებულ გუნდს, პიერ ორიოლამ ულიდერა. გუნდის ცენტრმა, 14 ქულა და 4 მოხსნა გააკეთა. 13 ქულაა, ადრიენ მოერმანის ანგარიშზე. ვალენსიელთა შორის, საუკეთესო ტიბორ პლაისი გახლდათ. ...

Read More »

ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ

ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე ამ წუთებში განიხილავენ. როგორც პროექტის ინიციატორები და ავტორები აცხადებენ, ცვლილებების ძირითადი მიზანი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციაა, რაც ნარკოტიკების მოხმარებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებასა და ადმინისტრაციული წესით დასჯას ითვალისწინებს. კანონპროექტის ჯანდაცვის კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოამზადა. ცვლილებების მიხედვით, გაუქმდება ნარკოდანაშაულის შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელიც ეხება ნარკომომხმარებლებისთვის შრომითი უფლებების გაუქმებასა და მართვის მოწმობის ჩამორთმევას. ასევე ჯანდაცვის ...

Read More »

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 346 ლარი და 80 თეთრია

შესაძლებელია თუ არა, ხუთსულიანმა ოჯახმა თვეში 346 ლარად და 80 თეთრად იცხოვროს ისე, რომ ოჯახის თითოეულ წევრს ჰქონდეს დაბალანსებული კვება, ანუ მათ მიიღონ ყველა ის საჭირო მინერალები და ნუტრიენტები, რაც ჯანსაღი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი? – საქსტატის გათვლებით ეს შესაძლებელია. სწორედ 346 ლარი და 80 თეთრია 2017 წლის ოქტომბერში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმის ოფიციალური მაჩვენებელი. ემპირიული დაკვირვებით, ალბათ ყველას შეუძლია თქვას, რომ ის თვეში 69 ...

Read More »

70 ათასი ევრო, მანქანები, იარაღი და 200 ათასი ევროს ქონება – საფრანგეთში ქართველები, მათ შორის, ქალები და “კანონიერი ქურდები” დააკავეს

არიზში და პარიზის გარეუბანში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ 35 კაციანი ჯგუფი დააკავა, რომელთა შორისაც ე.წ. კანონიერი ქურდები არიან. ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFM TV იუწყება. არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი დაკავებული იყო ბინების გაქურდვით, ქურდობითა და სიგარეტის კონტრაბანდით. აღნიშნულ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ასევე იყო ჩართული საფრანგეთში საქართველოს საელჩო, ევროპოლი და ინტერპოლი. 35 დაკავებულიდან 8 ...

Read More »