ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: ნოემბერი 20, 2017

„თუ საქართველოში გამაგზავნიან, გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან მალე თავისუფლებაზე ვიქნები“

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩასვლის არ ეშინია, მაგრამ არ სურს ვლადიმერ პუტინისთვის ასეთი საჩუქრის გაკეთება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „არ მეშინია საქართველოში წასვლის. მაგრამ არ მსურს პუტინს საჩუქარი გავუკეთო. თუ საქართველოში გამაგზავნიან, გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან მალე თავისუფლებაზე ვიქნები და უფრო მეტიც, პოროშენკო ამას ინანებს“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ეს ...

Read More »

უბედური შემთხვევა გრიგოლეთში – ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გრიგოლეთში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ცეცხლს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 80 წლამდე მარტოხელა მამაკაცმა სავარაუდოდ, სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. “დავინახეთ, როგორ იწვოდა სახლი. სასწრაფო დახმარებასა და სახანძრო სამსახურს დავუკავშირდით, მაგრამ მეზობლის გადარჩენა მაინც ვერ მოახერხეს. სავარაუდოდ კვამლმა გაგუდა და ვერ მოახერხა სახლიდან თავის დროზე გამოსვლა” – აცხადებს GNN-თან საუბარში გარდაცვლილის მეზობელი. ადგილზე 5 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

Read More »

ბათუმში ნაპოვნი ქვევრის დაზიანების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმში, თამარის დასახლებაში ნაპოვნი ქვევრის დაზიანების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე პრიმა მუხლით დაიწყო. მუშებმა, რომლებიც ამ ქუჩაზე წყალგაყვანილობის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოს ასრულებდნენ, შემთხვევით შუა საუკუნეების ქვევრი აღმოაჩინეს, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ამის შესახებ შესაბამისი სამსახურისთვის ეცნობებინათ, ის ჯერ ხელითა და ქვით, ხოლო შემდეგ ტექნიკის გამოყენებით გაანადგურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ფიქრობდნენ, რომ ქვევრში ძვირფასეულობა იქნებოდა.

Read More »

ცოტა ხნის წინ 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, ქალაქ განჯიდან 53 კილომეტრში 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 17:54 საათზე დაფიქსირდა. აზერბაიჯანში გაზრდილ სეისმურ აქტივობაზე მიუთითებს ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებიც. კერძოდ, ცენტრის ინფორმაციით, 15 ნოემბერს, 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, ბიძგები 16, 17 და 18 ნოემბერსაც დაფიქსირდა.

Read More »

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობს თავს დაესხნენ

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობ საბა უგრეხელიძეს თავს დაესხნენ. “ხმა მომესმა, შაგუს ძმაკაციო. იმდენად აქტუალურია შაგუ და ზოგადად “ჩემი ცოლის დაქალები” ჩვეულებრივ მომენტად ჩავთვალე. საუბარში ცოტა დაიძაბა სიტუაცია… ვიგრძენი ბლაგვი საგნის ჩარტყმა შემდეგ დანით ჭრილობა – ფილტვამდეა ჩასული” – ამბობს მსახიობი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.

Read More »

საგზაო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს – შეიზღუდება მოძრაობა!

21 ნოემბერს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მე-40 კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 40-ე კმ-ზე, 2017 წლის 21 ნოემბერს, დაგეგმილია დეფორმაციული მონაკვეთების შესწორება. რისთვისაც საჭიროა, 21 ნოემბერს, დილის 10:00სთ-დან, საღამოს 20:00სთ-მდე აღნიშნული საავტომობილო გზის 40-ე კმ მონაკვეთზე, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი შეიზღუდოს ნაწილობრივ.

Read More »

თურქეთში ქურდობისთვის საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

თურქეთში, ქალაქ თექირდაღში, სუპერმარკეტში ქურდობისთვის საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. “დაკავებულებს ზურგჩანთები სპეციალურად ისე ქონდათ მოწყობილი, რომ მაღაზიიდან გასვლისას სიგნალიზაციის სისტემას მოპარული ნივთები არ დაეფიქსირებინა” – ნათქვამია სტატიაში. თურქული მედია ზურგჩანთის ფოტოსაც ავრცელებს, რომელშიც ე.წ „ფოლგაა“ ჩაფენილი.

Read More »