ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: ნოემბერი 22, 2017

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული კ.მ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ბორჯომში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, 1975 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით).

Read More »

სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული დამნაშავე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორცილებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული დამნაშავე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ. ადგილზე რამდენიმე წუთის წინ პროზექტურის მანქანა მივიდა. შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

Read More »

გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლები კომენატრას აკეთებენ – “დავრჩით უსახლკაროდ”

22 საათიანი სპეცოპერაცია რამდენიმე წუთია დასრულდა. ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. GNN-ის კორესპოდენტი გაესაუბრა ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებმაც ჩვენთან კომენტარში განაცხადეს, რომ ამ დრომდე პასუხი არავის გაუცია მათ შეკითხვებზე. “პანიკაში ვართ, არ ვიცით რა გავაკეთოთ და რა მოვიმოქმედოთ. ორმხრივი სროლის დროს დაზიანდა ჩვენი საცხოვრებელი სახლი, სადაც ფაქტიურად ყველაფერი განადგურდა. არ ვიცით სად წავიდეთ და ვის მივმართოთ. არც ...

Read More »

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათზე მეტია გრძელდება დასრულდა

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც უკვე 20 საათზე მეტია სპეცოპერაცია მიმდინარეობს დასრულდა. როგორც GNN-ის კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება ამ დროისთის სპეცოპერაცია დასრულებულია. სპეცოპარაციის შედეგად ლიკვიდირებულია ერთი პირი, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. ასევე შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი დაჭრილი სპეცრაზმელი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, რომელსაც ექიმები ადასტურებენ. ადგილზე კვლავ რჩებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

Read More »

ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია – ფოტო სპეცოპერაციის ადგილიდან

ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია – ფოტო სპეცოპერაციის ადგილიდან

Read More »

დაჭრილ სპეცრაზმელთან დაკავშირებით ექიმმა კომენტარი გააკეთა

დაჭრილ სპეცრაზმელთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ექიმი. მისი განცხადებით დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა ამ დრომდე მძმეა. “დაჭრილს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად რეანიმაციაშია გადაყვანილი და მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება – მდგომარეობა მძიმე და კრიტიკულია” – აცხადებს ექიმი.

Read More »

საგზაო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს – აკრძალულია მოძრაობა!

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ბათუმი-ახალციხის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

Read More »