ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

Daily Archives: ნოემბერი 23, 2017

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ნათლული კიდევ 670-მდე ბავშვი გახდება

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სამების საკათედრო ტაძარში რიგით 51-ე ნათლობა ჩატარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ნათლული კიდევ  670-მდე ბავშვი გახდება. ამ დროისთვის ილია მეორეს უკვე 32 635 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.

Read More »

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი – სინოპტიკოსები განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ზოგან იწვიმებს. მთაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მაღალმთიან ზონაში სინოპტიკოსები ქარბუქსაც ვარაუდობენ. ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. შესაძლოა ძლიერმა ნალექებმა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება და მაღალმთიან ზონაში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

Read More »

უფალი გფარავდეთ! გილოცავთ გიორგობას

23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო გადმოცემით, 23 ნოემბერი პირველად საეკლესიო დღესასწაულად წმიდა ნინომ დაადგინა. საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. საქართველოს ეკლესია წმიდა გიორგის მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად მიიჩნევს. გიორგობის დღისადმი მიძღვნილ წირვას პატრიარქი ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დღეს, 10 საათზე  ჩაატარებს.

Read More »

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა – ილია მეორე

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ქადაგებისას ისაუბრა. “გუშინ საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა, მაგრამ ღმერთი ჩვენი მფარველია და ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს. ღმერთმა გვაშოროს შინაური და გარეული მტერი. ჩვენთან არს ღმერთი” – განაცხადა ილია მეორემ.

Read More »